გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Google-ის Gemma-ს მოდელების ჩამოტვირთვების რაოდენობამ 1 მილიარდს გადააჭარბა

მარიამ ქადარია21 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Google-ის Gemma-ს მოდელების ჩამოტვირთვების რაოდენობამ 1 მილიარდს გადააჭარბა

Google-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელი Gemma გამოშვებიდან დღემდე 1 მილიარდზე მეტჯერ ჩამოიტვირთა. კომპანიის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში პროგრამისტებმა Gemma-ს 100 ათასზე მეტი განსხვავებული ვერსია შექმნეს.

Gemma უკვე გამოიყენება კოსმოსშიც. NASA, Satlyt და Starcloud მოდელს თანამგზავრებზე გამოსახულებების გასაანალიზებლად და თანამგზავრებს შორის კავშირის სამართავად იყენებენ.

ტექნოლოგია დანერგილია ინდოეთის Aarogya Setu 2.0 აპლიკაციაშიც, რომელსაც Android-ზე 100 მილიონზე მეტი ჩამოტვირთვა აქვს. Gemma 4 სამედიცინო ანგარიშებს ერთიან ციფრულ ფორმატში ამუშავებს, რაც მომხმარებლებს ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის შენახვასა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასთან გაზიარებაში ეხმარება.

Gemma კვლევით პროექტებშიც გამოიყენება. Yale-ისა და Google-ის მკვლევრებმა მის საფუძველზე შექმნეს მოდელი, რომელმაც კიბოს მკურნალობის ახალი შესაძლო გზა გამოავლინა და მიღებული შედეგი ცოცხალ უჯრედებზე ჩატარებული კვლევითაც დადასტურდა.

Google-მა ასევე შექმნა Awesome Gemma, სადაც Gemma-სთან დაკავშირებული პროექტები, სასწავლო მასალები და პროგრამისტებისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები გაერთიანდება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

Tesla ჩინეთში წარმოების ზრდას გეგმავს

ილონ მასკმა შენჟენში ჩინეთის სავაჭრო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. შანხაის ქარხანამ მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრამდე 810 889 ავტომობილი გამოუშვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის კონგრესი Microsoft-ისა და ByteDance-ის გარიგებით დაინტერესდა

ჩინეთის საკითხებზე მომუშავე წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა Microsoft-ს განმარტებების წარდგენა მოსთხოვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო19 ნოე. 20262 წთ კითხვა

დოლარი აპრილის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზე გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკის მდგრადმა მონაცემებმა და Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ დოლარის ზედიზედ მეშვიდე სავაჭრო სესიით გამყარებას შეუწყო ხელი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე