გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Google-მა პროგრამირებისთვის ახალი AI მოდელი Gemini 3.7 Flash წარადგინა

მარიამ ქადარია14 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Google-მა პროგრამირებისთვის ახალი AI მოდელი Gemini 3.7 Flash წარადგინა

Google-მა ახალი ხელოვნური ინტელექტის მოდელი Gemini 3.7 Flash გამოუშვა, რომელიც ძირითადად პროგრამირებისა და სხვადასხვა სამუშაო პროცესის ავტომატიზაციისთვისაა შექმნილი.

კომპანიის ინფორმაციით, ახალი მოდელი უკეთ წერს კოდს, უფრო სწრაფად პოულობს შეცდომებს და მათ გამოსწორებაშიც უფრო ეფექტურია. Gemini 3.7 Flash წინა ვერსიის, Gemini 3.6 Flash-ის გამოშვებიდან სამი კვირის შემდეგ გამოვიდა. Google ახალი მოდელის ერთ-ერთ უპირატესობად შედარებით დაბალ ფასსაც ასახელებს. წლის ბოლომდე ერთი მილიონი შემავალი ტოკენის დამუშავება 0.75 დოლარი ეღირება, ხოლო ერთი მილიონი გამომავალი ტოკენის ღირებულება 3.75 დოლარი იქნება. ეს Gemini 3.6 Flash-ის თავდაპირველ ფასზე ორჯერ ნაკლებია.

მოდელი უკვე ხელმისაწვდომია Gemini Spark-ის საშუალებით Google AI Pro-სა და Ultra-ს მომხმარებლებისთვის 160-ზე მეტ ქვეყანაში.

ინვესტორების ყურადღება ამჟამად Gemini 3.5 Pro-ზეა. Google-ის განცხადებით, მოდელის ტესტირება პარტნიორებთან მიმდინარეობს, თუმცა მისი წარდგენის თარიღი ჯერ უცნობია.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

AI ტექნოლოგია12 ნოე. 20262 წთ კითხვა

Goldman Sachs: AI-ზე დანახარჯები 2027 წლის ბოლოსთვის $1.4 ტრილიონს მიაღწევს

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი 2027 წელს აშშ-ში ბიზნესინვესტიციების ზრდის მთავარი მამოძრავებელი იქნება. AI-სთან დაკავშირებული ხარჯები ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 4%-ის ეკვივალენტური გახდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები რეკორდულ ნიშნულზე ავიდა - ტექნოლოგიურ სექტორში ვარდნამ ზრდა ვერ შეაჩერა

STOXX 600-ის ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ევროპულ ბაზრებს კორპორაციული ანგარიშგების ძლიერი სეზონი და ტექნოლოგიურ გიგანტებზე შედარებით დაბალი დამოკიდებულება დაეხმარა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

Western Union-მა $500-მილიონიანი გარიგება გააუქმა

ფულადი გზავნილების კომპანია Western Union-მა კონკურენტი International Money Express-ის, იგივე Intermex-ის, დაახლოებით 500 მილიონ დოლარად შეძენის შეთანხმება გააუქმა. მიზეზი კალიფორნიის მარეგულირებლის მიერ დაწესებული პირობებია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე