გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

Halliburton ვენესუელაში ნავთობისა და გაზის პროექტებზე მუშაობას აფართოებს

მარიამ ქადარია22 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Halliburton ვენესუელაში ნავთობისა და გაზის პროექტებზე მუშაობას აფართოებს

ამერიკულმა Halliburton-მა ბრაზილიურ ენერგეტიკულ კომპანია Eneva-სა და WESCA-სთან ვენესუელაში ნავთობისა და გაზის პროექტებზე თანამშრომლობის შეთანხმებები გააფორმა. გადაწყვეტილება ქვეყანაში უცხოური ენერგეტიკული კომპანიების მზარდ ინტერესს ემთხვევა.

Eneva-სთან ერთად Halliburton ვენესუელაში ახალი ენერგეტიკული პროექტების შესაძლებლობებს განიხილავს. კომპანიები ბრაზილიაშიც თანამშრომლობენ. WESCA-სთან შეთანხმება კი საბადოების შესწავლასა და მათი განვითარების დაგეგმვას ეხება.

Halliburton ვენესუელაში თითქმის ცხრა ათწლეულია საქმიანობს და ქვეყანაში საკუთარი ინფრასტრუქტურაც აქვს. ვენესუელის ენერგეტიკული სექტორის მიმართ ინტერესი წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. სექტორში რამდენიმე მსხვილი კომპანია უკვე ამზადებს ახალ პროექტებს. Continental Resources-მა სახელმწიფო PDVSA-სთან შეთანხმებები გააფორმა, Chevron-მა კი განაცხადა, რომ ვენესუელაში ერთობლივი პროექტების ფარგლებში $7 მილიარდს დახარჯავს. ExxonMobil-იც ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე