გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Howmet-ისა და TransDigm-ის აქციებზე ინტერესი იზრდება

მარიამ ქადარია29 ივნისი, 20261 წთ კითხვა
Howmet-ისა და TransDigm-ის აქციებზე ინტერესი იზრდება

საავიაციო და კოსმოსურ ინდუსტრიაში ინვესტორები ყურადღებას Howmet Aerospace-სა და TransDigm Group-ზე ამახვილებენ. ორივე კომპანია ძლიერი ფინანსური შედეგებით გამოირჩევა და მათი ბიზნესი დიდწილად თვითმფრინავებისთვის საჭირო ნაწილების წარმოებას უკავშირდება.

Howmet Aerospace-ის ზრდას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ ახალი თვითმფრინავების შეძენის ნაცვლად, ავიაკომპანიები თვითმფრინავებს ხანგრძლივად იყენებენ, რაც სათადარიგო ნაწილებზე მოთხოვნას ზრდის. ბოლო ხუთ წელიწადში კომპანიის მოგება ერთ აქციაზე 540%-ით გაიზარდა. Howmet-ისთვის დამატებითი მიმართულებაა გაზის ტურბინებიც, რომლებზეც მოთხოვნა მონაცემთა ცენტრების განვითარებასთან ერთად გაიზარდა. კომპანია ასევე განაგრძობს სხვა ბიზნესების შეძენას, რაც თავდაცვისა და კოსმოსურ სექტორებში მის პოზიციებს აძლიერებს.

TransDigm Group ავიაციის ინდუსტრიისთვის ისეთ სპეციალიზებულ ნაწილებს აწარმოებს, რომლებიც თვითმფრინავების უსაფრთხო და გამართულ მუშაობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი ბევრი პროდუქტი კონკრეტულ სისტემებზეა მორგებული, ამიტომ მათი მარტივად ჩანაცვლება სხვა მწარმოებლის ნაწილებით ხშირად შეუძლებელია. ამის გამო TransDigm-ს ფასების განსაზღვრის მეტი შესაძლებლობა აქვს. ბოლო ხუთ წელიწადში მისი მოგება ერთ აქციაზე 270%-ით გაიზარდა, შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი კი სათადარიგო ნაწილების გაყიდვიდან მოდის.

Howmet-მა და TransDigm-მა საავიაციო სექტორში სტაბილური მოთხოვნით ისარგებლეს. თვითმფრინავების ნაწილებზე მაღალი მოთხოვნა და თავდაცვის სექტორთან კავშირი ორივე კომპანიისთვის გრძელვადიანი ზრდის მნიშვნელოვანი საფუძველია.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო11 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები გაიზარდა - STOXX 600 რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა

ევროპული ბაზრების ზრდას ხელი შეუწყო კორპორაციული მოგების ძლიერმა სეზონმა და AI სექტორზე მოთხოვნის შენარჩუნების ნიშნებმა. ამასთან, ინვესტორები აშშ-ში ინფლაციის ზრდისა და Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების უფრო მკვეთრი მატების შესაძლებლობას აფასებენ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო11 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის ცენტრალური ბანკი განაკვეთის 0.5 პუნქტით გაზრდას განიხილავს

აშშ-ში ოქტომბრის ინფლაცია პროგნოზზე მაღალი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ცენტრალურ ბანკში საპროცენტო განაკვეთის უფრო მკვეთრად გაზრდაზე დაიწყეს საუბარი.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო11 ნოე. 20262 წთ კითხვა

Alphabet აზიასა და სინგაპურში ვალუტებში ობლიგაციების პირველ გამოშვებას გეგმავს

Google-ის მშობელი კომპანია აზიელი ინვესტორების მოთხოვნის შემოწმებას გეგმავს იმ პერიოდში, როდესაც ტექნოლოგიური სექტორი AI-ინფრასტრუქტურაში მზარდი ინვესტიციების დასაფინანსებლად ვალის ბაზარს სულ უფრო აქტიურად მიმართავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე