გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
ანალიზი

IBM კვანტურ კომპიუტინგში $10 მილიარდს ჩადებს

ნუცა ტყეშელაშვილი28 მაისი, 20261 წთ კითხვა
IBM კვანტურ კომპიუტინგში $10 მილიარდს ჩადებს

IBM-მა განაცხადა, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში $10 მილიარდზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, რათა 2029 წლისთვის შექმნას პირველი მასშტაბური fault-tolerant კვანტური კომპიუტერი.

გეგმა დაფიქსირდა კომპანიის SEC-ის დოკუმენტში და მოიცავს კვლევასა და განვითარებას, კაპიტალურ დანახარჯებს, წარმოების გაფართოებას და პოტენციურ შესყიდვებს.

კომპანია, რომელიც ცნობილია IBM Watson-ის შექმნით, უკვე ოპერირებს 90-ზე მეტ კვანტურ სისტემაზე და აქტიურად აფართოებს ამ მიმართულებას.

ინვესტორების ინტერესი კვანტური ტექნოლოგიების მიმართ იზრდება, რადგან მას შეუძლია მნიშვნელოვნად დააჩქაროს რთული გამოთვლები, მათ შორის კრიპტოგრაფია და ფინანსური მოდელირება.

ბოლო პერიოდში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს კვანტურ კომპანიებში სტრატეგიული წილების აღებას, რათა უზრუნველყოს ტექნოლოგიური ლიდერობა ამ სფეროში.

წყარო: investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო24 ნოე. 20262 წთ კითხვა

Fed-ის შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა დეკემბერში განაკვეთის გაზრდა იყოს

ფედერალურ სარეზერვო სისტემაში დისკუსია უკვე არა დამატებითი გამკაცრების აუცილებლობას, არამედ მისი ტემპისა და მასშტაბის განსაზღვრას ეხება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი24 ნოე. 20262 წთ კითხვა

Nvidia-ს პარტნიორები აზიაში ჯენსენის დაბრუნებას მიესალმებიან

Nvidia-ს მიერ მხარდაჭერილი სტარტაპები მიიჩნევენ, რომ ჰუანგის დაბრუნება კომპანიის მომავალთან დაკავშირებულ გაურკვევლობას შეამცირებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო24 ნოე. 20261 წთ კითხვა

Tullow Oil-ის აქციები 14.5%-ით გაიზარდა

ნავთობკომპანია Tullow Oil-მა განის მთავრობასთან ორი საგადასახადო საარბიტრაჟო დავის მოგვარებაზე შეთანხმებას მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე