გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ინგლისის ბანკმა განაკვეთი 4%-მდე გაზარდა

მარიამ ქადარია6 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
ინგლისის ბანკმა განაკვეთი 4%-მდე გაზარდა

ინგლისის ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 3.75%-დან 4%-მდე გაზარდა. ეს ბოლო სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი მატებაა. გადაწყვეტილებას ცხრა წევრიდან რვამ დაუჭირა მხარი.

ბანკი მომავალი წლის მეორე კვარტალში ინფლაციის 4.8%-მდე ზრდას ელოდება. მთავარი მიზეზი ენერგიის გაძვირება და აშშ-ირანის ომის გახანგრძლივებაა. თუ ნავთობის ფასი ბარელზე დაახლოებით 130 დოლარამდე გაიზრდება, ინფლაციამ 2027 წლის მესამე კვარტალში შესაძლოა 6.2%-საც მიაღწიოს.

ინგლისის ბანკის ხელმძღვანელ ენდრიუ ბეილის თქმით, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ განაკვეთი ახლა აუცილებლად რამდენჯერმე გაიზრდება, თუმცა ახლო აღმოსავლეთში ომის გაგრძელების შემთხვევაში კიდევ ერთი მატება შესაძლებელია.

ბანკი ინფლაციის 2%-იან ნიშნულზე დაბრუნებას მხოლოდ 2028 წლის მესამე კვარტალში ელოდება.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბაზრები დაეცა - STOXX 600-მა კვირის განმავლობაში მიღებული ზრდა დაკარგა

ევროპული STOXX 600 პარასკევს 1.6%-ით დაეცა და მიმდინარე კვირის ზრდა სრულად დაკარგა. გლობალურ ბაზრებზე AI სექტორთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ ტექნოლოგიურ და სხვა სექტორებზე ზეწოლა გააძლიერა, ხოლო Teleperformance-ის აქციები შემოსავლების პროგნოზის შემცირების შემდეგ 18%-ით გაუფასურდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20261 წთ კითხვა

Wendy’s-მა $1.4-მილიარდიანი შეთავაზება უარყო

Wendy’s-მა ნელსონ პელცის Trian Fund Management-ისა და მისი პარტნიორების 1.4-მილიარდიანი შეთავაზება უარყო. ჯგუფს სწრაფი კვების ქსელის სრულად შეძენა სურდა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20261 წთ კითხვა

Commerzbank-ი UniCredit-თან გაერთიანებას აღარ გამორიცხავს

Commerzbank-ი UniCredit-თან გაერთიანებას უკვე აღარ გამორიცხავს. გერმანული ბანკი აქამდე გარიგებას ეწინააღმდეგებოდა, ახლა კი მიიჩნევს, რომ შეთანხმება მისი აქციონერებისთვის შეიძლება მომგებიანი იყოს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე