გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ინვესტორების პროგნოზით Tesla-სა და SpaceX-ის შერწყმა გარდაუვალია

მარიამ ქადარია28 მაისი, 20262 წთ კითხვა
ინვესტორების პროგნოზით Tesla-სა და SpaceX-ის შერწყმა გარდაუვალია

ელექტრომობილების გიგანტის, Tesla Inc.-ის შერწყმა აბსოლუტურად გარდაუვალია და ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია. ამის შესახებ SpaceX-ის ერთ-ერთმა ადრეულმა ინვესტორმა, პიტერ დიამანდისმა (Peter Diamandis) ოთხშაბათს, Bloomberg Television-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი შეფასებით: "საკითხავი ის კი არ არის, მოხდება თუ არა ეს, არამედ ის, თუ როდის გაერთიანდება ეს ორი კომპანია". დიამანდისის, რომელიც ასევე XPrize Foundation-ის დამფუძნებელი და პოდკასტის წამყვანია, განმარტებით, მსგავსი გარიგება სავსებით ლოგიკურია. პირველ რიგში, ეს ილონ მასკს მისცემს ე.წ. "სუპერ ხმის უფლებას" გაერთიანებულ კომპანიაში. მიუხედავად იმისა, რომ მასკს მსგავსი პრივილეგია SpaceX-ში გააჩნია (სადაც კომპანიის პირველად საჯარო შეთავაზებამდე, ანუ IPO-მდე, მას 85.1%-იანი კონტროლი ჰქონდა), ის მოკლებულია მას საჯაროდ მოვაჭრე კომპანია Tesla-ში.

გარდა ამისა, კომპანიების შერწყმა მასკს მისცემს შესაძლებლობას, ერთობლივად და ეფექტურად მართოს მთლიანი ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სისტემა მოიცავს როგორც Cybercab-ის რობოტაქსების ფლოტს, ისე Tesla-ს მანქანების გამოთვლით და ენერგეტიკულ შესაძლებლობებს. დიამანდისის თქმით, ამ ნაბიჯით საბოლოოდ შეიქმნება ერთიანი "გლობალური ინფრასტრუქტურა როგორც დედამიწაზე, ისე კოსმოსში".

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკმა ამ ტრანზაქციის შესახებ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ SpaceX-ისა და xAI-ის გაერთიანებამდე გამართა, რაზეც Bloomberg-ი იანვარში იუწყებოდა. თავად დიამანდისმა, რომელმაც SpaceX-ში ინვესტირება 2000-იანი წლების ბოლოს განახორციელა და არაერთი კომპანია დააფუძნა, მასკთან ეს თემა პირადად იანვარსა და მარტში განიხილა. CNBC-ის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული ანგარიში ასევე ადასტურებს, რომ შესაძლო გაერთიანების შესახებ ორივე ფირმის თანამშრომლები შიდა საუბრებში რეგულარულად და ღიად მსჯელობენ.

წყარო: reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს
ანალიზი13 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს

Uber-ის ავტონომიური მობილობისა და მიწოდების გლობალური ხელმძღვანელი სარფრაზ მარედია კომპანიას 16 ნოემბერს დატოვებს. საკადრო ცვლილება ხდება იმ ფონზე, როდესაც Uber უმძღოლო ავტომობილების კომერციული გამოყენების გაფართოებასა და ამ მიმართულებაში 10 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა
AI ტექნოლოგია13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა

ივლისიდან სექტემბრამდე სავაჭრო ქსელებმა მწარმოებლებისგან წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20%-ით ნაკლები სმარტფონი მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს
მაკრო13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს

ევროკომისია განიხილავს, დაწესდეს თუ არა ევროკავშირის მასშტაბით დამატებითი გადასახადი ნავთობისა და გაზის კომპანიებზე, რომლებმაც ენერგორესურსების გაძვირების შედეგად მნიშვნელოვნად მეტი მოგება მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე