გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

იტალია ევროკავშირის SAFE პროგრამიდან €14.9 მილიარდის მიღებას გეგმავს თავდაცვის დასაფინანსებლად

ნუცა ტყეშელაშვილი28 ივლისი, 20262 წთ კითხვა
იტალია ევროკავშირის SAFE პროგრამიდან €14.9 მილიარდის მიღებას გეგმავს თავდაცვის დასაფინანსებლად

იტალია წლის ბოლომდე ევროკავშირის SAFE (Security Action for Europe) პროგრამიდან 14.9 მილიარდი ევროს დაფინანსებას მოითხოვს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

SAFE ევროკავშირის ერთობლივი სესხების პროგრამაა, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტის მხარდაჭერით შეიქმნა. მისი მიზანია წევრი ქვეყნების თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება და NATO-ს მიერ განსაზღვრული ახალი თავდაცვითი ხარჯების მიზნების მიღწევის ხელშეწყობა.

ეს გადაწყვეტილება იტალიის მთავრობის წინა პოზიციის ცვლილებას წარმოადგენს. მიმდინარე წლის მაისში ხელისუფლება აცხადებდა, რომ ენერგორესურსების გაძვირების ფონზე შესაძლოა ვერ შეძლებოდა როგორც თავდაცვის ხარჯების გაზრდა, ისე SAFE პროგრამის გამოყენებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

მას შემდეგ იტალიამ ევროკავშირისგან მიიღო უფლება, გამოიყენოს ეროვნული გამონაკლისის მექანიზმის (national escape clause) ნაწილი, რომელიც ევროკავშირის საბიუჯეტო წესებიდან დროებით გადახვევის საშუალებას იძლევა და დამატებითი ხარჯების, მათ შორის ენერგეტიკული მხარდაჭერის, დაფინანსებას ემსახურება.

ეკონომიკის მინისტრმა ჯანკარლო ჯორჯეტიმ ორშაბათს განაცხადა, რომ მთავრობა მომავალ კვირაში პარლამენტს მიმართავს აღნიშნული მექანიზმის გამოყენების დასამტკიცებლად. მისი ამოქმედების შემთხვევაში, იტალია 2028 წლამდე უფრო მაღალი საბიუჯეტო დეფიციტის დაფიქსირებას შეძლებს.

იტალიის ხელისუფლების განმარტებით, SAFE პროგრამიდან მიღებული რესურსი ძირითადად იმ თავდაცვითი პროექტების დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული, რომლებიც უკვე გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტში, და არა სამხედრო ხარჯების დამატებითი ზრდისთვის.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Fed-ის გადაწყვეტილება კვირის მთავარი მოვლენაა - ინვესტორები უორშის განცხადებებს ელოდებიან
განათლება26 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Fed-ის გადაწყვეტილება კვირის მთავარი მოვლენაა - ინვესტორები უორშის განცხადებებს ელოდებიან

ამ კვირის მთავარი მოვლენა Fed-ის საპროცენტო განაკვეთის გადაწყვეტილებაა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხშაბათს განაკვეთის უცვლელად დატოვებას ელიან, ბაზარი დეკემბერში ზრდის დაახლოებით 73%-იან ალბათობას აფასებს. ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება Fed-ის თავმჯდომარის, კევინ უორშის, კომენტარები ინფლაციასა და მონეტარული პოლიტიკის შემდგომ მიმართულებაზე.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე უკრაინის დარტყმებმა ტრამპსა და ზელენსკის შორის უთანხმოება გააღრმავა
ანალიზი26 ოქტ. 20261 წთ კითხვა

რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე უკრაინის დარტყმებმა ტრამპსა და ზელენსკის შორის უთანხმოება გააღრმავა

უკრაინის მიერ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულმა დარტყმებმა ვაშინგტონსა და კიევს შორის ახალი უთანხმოება გამოიწვია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
QatarEnergy ამერიკული LNG-ის შესყიდვის გაზრდას გეგმავს
მაკრო26 ოქტ. 20261 წთ კითხვა

QatarEnergy ამერიკული LNG-ის შესყიდვის გაზრდას გეგმავს

QatarEnergy ამერიკულ Venture Global-თან გრძელვადიან შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზეა. ყატარული კომპანია წელიწადში სულ მცირე 3 მილიონ ტონა თხევად ბუნებრივ აირს შეიძენს. ხელშეკრულების ვადა და მიწოდების დაწყების თარიღი ჯერ არ შეთანხმებულა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე