გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

იტალიის მანქანა-დანადგარების სექტორი ჩინეთის წინააღმდეგ ევროკავშირისგან მკაცრ სავაჭრო წესებს ითხოვს

მარიამ ქადარია28 ივლისი, 20261 წთ კითხვა
იტალიის მანქანა-დანადგარების სექტორი ჩინეთის წინააღმდეგ ევროკავშირისგან მკაცრ სავაჭრო წესებს ითხოვს

იტალიის მანქანა-დანადგარების მწარმოებელთა ასოციაცია UCIMU ევროკავშირს ჩინურ კომპანიებთან კონკურენციის პირობების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის განცხადებით, ჩინეთიდან იმპორტირებულ მოწყობილობებზე ისეთივე ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტები უნდა გავრცელდეს, როგორიც ევროპულ მწარმოებლებზე მოქმედებს.

UCIMU-ში აცხადებენ, რომ ჩინურმა კომპანიებმა შიდა ბაზრის მოთხოვნა დიდწილად დააკმაყოფილეს და ახლა ექსპორტს სწრაფად ზრდიან. 2025 წელს ჩინეთის წილი ლითონის დამამუშავებელი დანადგარების გლობალურ ექსპორტში 23%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა 2016 წელს 8% იყო. ამავე პერიოდში ევროპის წილი 52%-დან 46%-მდე შემცირდა.

იტალიის მაჩვენებელიც გაუარესდა. ქვეყნის წილი გლობალურ ექსპორტში 8.4%-დან 7.8%-მდე შემცირდა, ხოლო ჩინეთში იტალიური დანადგარების ექსპორტი €316 მილიონიდან €110 მილიონამდე. ასოციაციის შეფასებით, საერთო ევროპული წესების გარეშე ადგილობრივ მწარმოებლებს კონკურენცია კიდევ უფრო გაუჭირდებათ.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე