გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

JD.com-მა MediaMarkt-ისა და Saturn-ის მფლობელი $2.5 მილიარდად შეიძინა

მარიამ ქადარია13 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
JD.com-მა MediaMarkt-ისა და Saturn-ის მფლობელი $2.5 მილიარდად შეიძინა

ჩინურმა JD.com-მა გერმანული Ceconomy 2.5 მილიარდ დოლარად შეიძინა. Ceconomy ელექტრონიკის მაღაზიების MediaMarkt-ისა და Saturn-ის მფლობელია და ევროპის 11 ქვეყანაში 1,000-ზე მეტ ობიექტს მართავს.

JD.com გარიგების დახმარებით ჩინეთის ფარგლებს გარეთ გაფართოებასა და ევროპაში ელექტრონიკის წამყვანი ონლაინპლატფორმის შექმნას აპირებს. კომპანია გეგმავს, მომხმარებლებს შეკვეთები მომდევნო დღეს მიაწოდოს, Uber-თან თანამშრომლობით კი 90-წუთიანი მიტანის სერვისიც დანერგოს.

JD.com-ის ევროპული პლატფორმა Joybuy მომავალში MediaMarkt-ისა და Saturn-ის მაღაზიებსაც გამოიყენებს. ჩინურ კომპანიას ევროპაში უკვე 60-ზე მეტი ლოგისტიკური ცენტრი აქვს და ქსელის კიდევ გაფართოებას გეგმავს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა - ინვესტორები Fed-ის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინს აფასებენ

STOXX 600-ის ინდექსმა ოთხდღიანი ზრდის სერია შეწყვიტა და რეკორდული ნიშნულიდან მცირედით დაიხია. მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი ივნისის შემდეგ საუკეთესო კვირის დასრულებას უახლოვდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია13 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bernstein: Apple AI აქციებისგან თავის არიდებული ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივად იქცა

ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ის რეკორდულად მაღალი საბაზრო შეფასება გამართლებულია კომპანიის მომხმარებელთა ერთგულებით, სტაბილური ფულადი ნაკადებითა და AI ინფრასტრუქტურაზე შედარებით დაბალი დანახარჯებით.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო13 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროპის ცენტრალური ბანკი დეკემბერში განაკვეთის გაზრდას განიხილავს

ევროპის ცენტრალური ბანკი დეკემბერში საპროცენტო განაკვეთს სავარაუდოდ 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდის. ეკონომისტები ელიან, რომ სადეპოზიტო განაკვეთი 2.75%-მდე აიწევს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე