გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

JPMorgan-მა Nike-ის აქციების რეკომენდაცია შეამცირა

ნუცა ტყეშელაშვილი4 აგვისტო, 20262 წთ კითხვა
JPMorgan-მა Nike-ის აქციების რეკომენდაცია შეამცირა

JPMorgan-მა Nike-ის აქციების შეფასება Neutral-დან Underweight-მდე შეამცირა და სამიზნე ფასი 47 დოლარიდან 40 დოლარამდე დაიყვანა. ბანკის შეფასებით, კომპანიის მიმდინარე სტრატეგიული ცვლილებები მოსალოდნელზე უფრო დიდხანს მოახდენს ზეწოლას ფინანსურ შედეგებზე.

ანალიტიკოს მეთიუ ბოსის განცხადებით, Nike-ის პროგრამა "Win Now" მოგებაზე გავლენას 2027 ფინანსური წლის მეორე ნახევარსა და 2028 ფინანსურ წელსაც მოახდენს.

JPMorgan განსაკუთრებით ორ მიმართულებას გამოყოფს:

ჩინეთში 2027 წლის იანვრიდან ონლაინ პლატფორმის რესტრუქტურიზაცია, რაც კომპანიის შეფასებით, რეგიონში წლიურად 1 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავლის დაკარგვას გამოიწვევს.

ჩრდილოეთ ამერიკაში მაღაზიების დახურვის პროგრამა, რომელიც გაყიდვებზე უარყოფით გავლენას 2028 ფინანსური წლის პირველ ნახევარშიც შეინარჩუნებს.

ამ ფონზე, JPMorgan-მა 2027 ფინანსური წლის EPS-ის პროგნოზი 1.55 დოლარამდე შეამცირა, რაც ბაზრის კონსენსუსზე დაახლოებით 10%-ით დაბალია, ხოლო 2028 წლის პროგნოზი 1.72 დოლარამდე დაიყვანა, რაც კონსენსუსს დაახლოებით 20%-ით ჩამორჩება. ბანკის შეფასებით, 2028 წელი ზრდის ნაცვლად სტაბილიზაციის წელი იქნება.

JPMorgan ასევე აღნიშნავს, რომ სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გლობალური ბაზარი თანდათან მომწიფებულ კატეგორიად ყალიბდება, რის გამოც ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრის ზრდის მოლოდინი 3%-მდე შეამცირა. ამასთან, ბანკი ელოდება, რომ Nike ნოემბერში დაგეგმილ ინვესტორთა დღეზე 2030 ფინანსურ წლამდე ორმაგნიშნა საოპერაციო მარჟის მიღწევის სამწლიან გეგმას წარადგენს.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო2 ნოე. 20262 წთ კითხვა

Oracle-ის აქციები 10%-ით დაეცა - კომპანიამ $20 მილიარდის მოზიდვის მიზნით აქციებისა და ობლიგაციების გამოშვება დააანონსა

Oracle-ის აქციები 10%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ $10 მილიარდის აქციებისა და $10 მილიარდის ობლიგაციების გამოშვება დააანონსა. მოზიდული კაპიტალის გამოყენების კონკრეტული გეგმა ჯერ უცნობია, თუმცა Stephens-მა კომპანიის აქციების შეფასება გააუმჯობესა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო2 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი გაიზარდა - ინვესტორები ფასების ვარდნით სარგებლობენ

ოქროს ფასმა ოქტომბრის მკვეთრი ვარდნის შემდეგ აღდგენა დაიწყო და უნციაზე 3,900 დოლარს გადააჭარბა. ზრდას დოლარის შესუსტება და დაბალ ფასზე შესყიდვები უწყობს ხელს, თუმცა გეოპოლიტიკური რისკები, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და საფონდო ბაზრების მერყეობა ფასის შემდგომ ზრდას აფერხებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო2 ნოე. 20261 წთ კითხვა

Oppenheimer-ი Apple-ის აქციების მაღალ შეფასებაზე აფრთხილებს - ზრდის პოტენციალი შეზღუდულია

Oppenheimer-ი Apple-ის აქციების მაღალ შეფასებაზე მიუთითებს და კომპანიის 2027 წლის მოგების პროგნოზს საბაზრო მოლოდინებზე დაბლა აყენებს. ანალიტიკოსების შეფასებით, iPhone-ის გაყიდვების შენელებამ, კომპონენტების გაძვირებამ და მომხმარებლების მხრიდან მოწყობილობების განახლების დაბალმა ტემპმა შესაძლოა აქციების შემდგომი ზრდა შეზღუდოს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე