გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

კანადა აშშ-სთან ავტომობილების ტარიფებზე კომპრომისს განიხილავს

მარიამ ქადარია13 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
კანადა აშშ-სთან ავტომობილების ტარიფებზე კომპრომისს განიხილავს

კანადა აშშ-სთან შეთანხმებას განიხილავს, რომლის მიხედვითაც კანადურ ავტომობილებზე ტარიფები შემცირდება, თუ ისინი USMCA-ს მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

The Globe and Mail-ის ინფორმაციით, წინადადება ითვალისწინებს იმასაც, რომ კანადაში წარმოებულ ავტომობილებში გამოყენებული ამერიკული კომპონენტების ღირებულება ტარიფის დათვლისას კვლავ არ გაითვალისწინონ. მაგალითად, თუ ავტომობილის ღირებულების ნახევარი აშშ-ში წარმოებულ ნაწილებზე მოდის, ტარიფი მხოლოდ დარჩენილ ნახევარზე გავრცელდება.

კანადისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ეს საკითხი უკვე განიხილეს, თუმცა უცნობია, ოფიციალურად წარადგინა თუ არა ოტავამ წინადადება ვაშინგტონში. პარალელურად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს კანადურ ავტომწარმოებლებთანაც.

მარკ კარნის მთავრობა ცდილობს შეამციროს ტარიფები ავტომობილებზე, ფოლადზე, ალუმინსა და ხე-ტყეზე. მხარეებს შეთანხმებისთვის 19 აგვისტომდე აქვთ დრო. წინააღმდეგ შემთხვევაში დონალდ ტრამპი კანადური ექსპორტის კიდევ 20 მილიარდი დოლარის მოცულობის ნაწილზე 50%-იანი ტარიფების დაწესებით იმუქრება.

ავტომობილების სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, 10-15%-იანი ტარიფი მათთვის მისაღები იქნებოდა, თუ ამერიკული კომპონენტების ღირებულება დაბეგვრას არ დაექვემდებარებოდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კანადაში წარმოებული ავტომობილების დაახლოებით ნახევარი ამერიკული ნაწილებისგან შედგება.

მოლაპარაკებების საბოლოო შედეგი ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე მთავარი კითხვა ისაა, დათანხმდება თუ არა აშშ კანადური ავტომობილებისთვის უფრო დაბალ განაკვეთს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო11 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები გაიზარდა - STOXX 600 რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა

ევროპული ბაზრების ზრდას ხელი შეუწყო კორპორაციული მოგების ძლიერმა სეზონმა და AI სექტორზე მოთხოვნის შენარჩუნების ნიშნებმა. ამასთან, ინვესტორები აშშ-ში ინფლაციის ზრდისა და Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების უფრო მკვეთრი მატების შესაძლებლობას აფასებენ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო11 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის ცენტრალური ბანკი განაკვეთის 0.5 პუნქტით გაზრდას განიხილავს

აშშ-ში ოქტომბრის ინფლაცია პროგნოზზე მაღალი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ცენტრალურ ბანკში საპროცენტო განაკვეთის უფრო მკვეთრად გაზრდაზე დაიწყეს საუბარი.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო11 ნოე. 20262 წთ კითხვა

Alphabet აზიასა და სინგაპურში ვალუტებში ობლიგაციების პირველ გამოშვებას გეგმავს

Google-ის მშობელი კომპანია აზიელი ინვესტორების მოთხოვნის შემოწმებას გეგმავს იმ პერიოდში, როდესაც ტექნოლოგიური სექტორი AI-ინფრასტრუქტურაში მზარდი ინვესტიციების დასაფინანსებლად ვალის ბაზარს სულ უფრო აქტიურად მიმართავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე