გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

კევინ უორში ფედერალური რეზერვის გავლენის შემცირებას განიხილავს

მარიამ ქადარია10 აგვისტო, 20262 წთ კითხვა
კევინ უორში ფედერალური რეზერვის გავლენის შემცირებას განიხილავს

აშშ-ის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე კევინ უორში ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტის (FOMC) შეხვედრების რაოდენობის შემცირებას განიხილავს. FOMC ამჟამად წელიწადში რვაჯერ იკრიბება, კანონით განსაზღვრული მინიმუმი კი ოთხი შეხვედრაა. უორშმა აპრილში სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ოთხი შეხვედრა საკმარისი არ იქნებოდა. Barclays-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი ვარიანტი შეხვედრების რაოდენობის ექვსამდე შემცირებაა.

რვა შეხვედრისგან შემდგარი გრაფიკი ფედერალურ რეზერვში 1980 წლიდან მოქმედებს. Barclays-ის შეფასებით, შეხვედრების შემცირების შემთხვევაში ინვესტორები ფედერალური რეზერვის განცხადებებს ნაკლებ ყურადღებას მიაქცევენ და გადაწყვეტილებების მიღებისას უფრო მეტად ეკონომიკურ მონაცემებს დაეყრდნობიან. ამასთან, ფედერალურ რეზერვს ნაკლები პროგნოზისა და განცხადების მომზადება მოუწევს, თუმცა შეხვედრებს შორის უფრო დიდი შუალედის შემთხვევაში ფედერალურ რეზერვს ეკონომიკურ ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება გაუჭირდება. ამასთან, შეხვედრების შემცირების შემთხვევაში ინვესტორებს ნაკლებად ხშირად ექნებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აფასებს ფედერალური რეზერვი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს.

შეხვედრების რაოდენობის შემცირება მხოლოდ ტექნიკური ცვლილება არ იქნება. მთავარი საკითხია, დაუჭერენ თუ არა მხარს FOMC-ის წევრები უორშის მიდგომას, რომელიც ფედერალური რეზერვის მხრიდან ნაკლებ ჩარევასა და ბაზრებზე მისი გავლენის შემცირებას გულისხმობს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე