გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

ხელოვნური ინტელექტზე გაზრდილი ხარჯები ინვესტორებში კითხვებს აჩენს

მარიამ ქადარია24 ივნისი, 20261 წთ კითხვა
ხელოვნური ინტელექტზე გაზრდილი ხარჯები ინვესტორებში კითხვებს აჩენს

ტექნოლოგიური კომპანიები ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის ასეულობით მილიარდ დოლარს ხარჯავენ. ბაზარზე კი სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, როდის გადაიქცევა ეს ხარჯები რეალურ მოგებად.

Alphabet, Amazon, Meta და Microsoft წელს ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო მონაცემთა ცენტრებსა და სხვა ტექნიკურ რესურსებზე ჯამში დაახლოებით 720 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავენ. ხარჯების მასშტაბი ძალიან დიდია. მაგალითად, Alphabet-ის საინვესტიციო ბიუჯეტი 190 მილიარდ დოლარს აღწევს, Amazon კი ამ მიმართულებით 200 მილიარდ დოლარამდე ხარჯავს. მსგავსი გეგმები აქვს SpaceX-საც, რომელიც ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო მონაცემთა ცენტრების კოსმოსში განთავსებასაც განიხილავს.

ამ ფონზე ინვესტორებში კითხვები გაჩნდა. მთავარი საკითხია, შეძლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი იმდენი შემოსავლისა და პროდუქტიულობის შექმნას, რომ ეს ხარჯები გამართლდეს. სწორედ ამ ეჭვებმა ბოლო პერიოდში ზეწოლა მოახდინა Amazon-ის, Alphabet-ის, Nvidia-სა და ჩიპების სხვა მწარმოებლების აქციებზე.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ აქციების ვარდნა დროებითია და ინვესტორები უბრალოდ ბოლო წლების ძლიერი ზრდის შემდეგ მოგების ნაწილს იღებენ. სპეციალისტების ნაწილი შიშობს, რომ თუ მონაცემთა ცენტრები და ტექნიკური რესურსები ძალიან სწრაფად გაიზრდება, ბაზარზე ჭარბი სიმძლავრე გაჩნდება. ასეთ შემთხვევაში ფასები შეიძლება შემცირდეს, რაც კომპანიების შემოსავალზეც აისახება.

ამ ვითარებაში ანალიტიკოსები ინვესტორებს ურჩევენ, მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის სექტორზე არ იყვნენ დამოკიდებული და კაპიტალი სხვა მიმართულებებშიც გადაანაწილონ, მათ შორის ჯანდაცვის სექტორში.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე