გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

ხელოვნური ინტელექტი ონლაინ ვაჭრობას ცვლის

მარიამ ქადარია1 ივნისი, 20261 წთ კითხვა
ხელოვნური ინტელექტი ონლაინ ვაჭრობას ცვლის

ონლაინ ვაჭრობა ახალ ეტაპზე გადადის. მომხმარებლის ნაცვლად სპეციალური სისტემები შეძლებენ პროდუქტის მოძებნას, შედარებას და ყიდვას.

Bank of America-ის ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით Google ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა. კომპანიამ შექმნა სისტემა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის პროგრამებს პირდაპირ აკავშირებს მსხვილ სავაჭრო და ფინანსურ პლატფორმებთან, მათ შორის Walmart-თან, Shopify-სთან, Visa-სა და Mastercard-თან. ამის შედეგად პროგრამას შეუძლია შეამოწმოს, არის თუ არა პროდუქტი ხელმისაწვდომი, შეადაროს პირობები და მომხმარებლის სახელით შესყიდვა დაასრულოს. ამ მიმართულებით კონკურენცია სწრაფად იზრდება, რადგან ბაზარზე აქტიურად მუშაობენ OpenAI, Meta და Amazon-იც. პარალელურად, ისეთი კომპანიები, როგორიცაა Booking, Expedia და DoorDash, საკუთარ ტექნოლოგიურ ხელსაწყოებში ინვესტიციებს ზრდიან, რათა მომხმარებელთან პირდაპირი კავშირი შეინარჩუნონ. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ცვლილება ონლაინ ვაჭრობას მნიშვნელოვნად შეცვლის და ტექნოლოგიურ კომპანიებს საშუალებას მისცემს, მომხმარებლის გადაწყვეტილებებზე კიდევ უფრო დიდი გავლენა მოახდინონ.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო27 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასი სამკვირიანი კლების შემდეგ იზრდება

ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე თავდასხმებმა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებმა ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების შეფერხების რისკი გააძლიერა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო27 ნოე. 20261 წთ კითხვა

გერმანიაში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, უმუშევრობა კი იზრდება

2026 წლის ოქტომბერში ქვეყანაში დაახლოებით 45.69 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული - წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 0.5%-ით შემცირდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
კრიპტო27 ნოე. 20262 წთ კითხვა

ბიტკოინი შვიდკვირიანი ვარდნის შემდეგ პირველად გაიზარდა

კრიპტოვალუტის ფასი კვირის განმავლობაში 2.2%-ით მოიმატა და $61,400-ს გადააჭარბა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე