გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

KKR EDF-ის განახლებადი ენერგიის ბიზნესს ყიდულობს

მარიამ ქადარია1 ივლისი, 20261 წთ კითხვა
KKR EDF-ის განახლებადი ენერგიის ბიზნესს ყიდულობს

KKR ჩრდილოეთ ამერიკაში განახლებადი ენერგიის მიმართულებას აფართოებს. საინვესტიციო კომპანია EDF-ის აშშ-სა და კანადაში არსებულ ქარის, მზის და ენერგიის შენახვის აქტივებს 4.2 მილიარდ დოლარად შეიძენს.

გარიგება მოიცავს EDF-ის განახლებადი ენერგიის ბიზნესს ჩრდილოეთ ამერიკაში. შეთანხმების მიხედვით, გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, KKR დამატებით 390 მილიონ დოლარამდეც გადაიხდის.

EDF-ისთვის აღნიშნული ფინანსურად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ფრანგული სახელმწიფო კომპანია მიღებული თანხის გამოყენებას საფრანგეთში ბირთვული ენერგეტიკის დასაფინანსებლად გეგმავს. საუბარია 57 ძველი რეაქტორის შენარჩუნებასა და 6 ახალი ენერგობლოკის მშენებლობაზე.

KKR-ის ინტერესი განახლებადი ენერგიის მიმართ ელექტროენერგეზე მზარდ მოთხოვნას უკავშირდება. მოთხოვნას ზრდის მონაცემთა ცენტრების გაფართოება, ხელოვნური ინტელექტის განვითარება და ელექტრიფიკაციის პროცესი.

შესაძენი პორტფელი 26 გიგავატის სიმძლავრის ქარისა და მზის პროექტებს, ენერგიის შესანახ სისტემებსა და ელექტრომობილების დამტენ ინფრასტრუქტურას მოიცავს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონის ობლიგაციების შემოსავლიანობა მრავალკვირიან მაქსიმუმზე გაიზარდა - Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ ბაზრები შეარყია

აშშ-ში ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მკაცრი განცხადებების ფონზე, გლობალურ ობლიგაციების ბაზარზე გაყიდვები გააქტიურდა. გერმანიის 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 3.357%-ს მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა - ინვესტორები Fed-ის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინს აფასებენ

STOXX 600-ის ინდექსმა ოთხდღიანი ზრდის სერია შეწყვიტა და რეკორდული ნიშნულიდან მცირედით დაიხია. მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი ივნისის შემდეგ საუკეთესო კვირის დასრულებას უახლოვდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია13 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bernstein: Apple AI აქციებისგან თავის არიდებული ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივად იქცა

ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ის რეკორდულად მაღალი საბაზრო შეფასება გამართლებულია კომპანიის მომხმარებელთა ერთგულებით, სტაბილური ფულადი ნაკადებითა და AI ინფრასტრუქტურაზე შედარებით დაბალი დანახარჯებით.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე