გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
ანალიზი

Lenovo-მ რეკორდული შედეგები აჩვენა - AI მოთხოვნამ კომპანიის ზრდა დააჩქარა

ნუცა ტყეშელაშვილი22 მაისი, 20262 წთ კითხვა
Lenovo-მ რეკორდული შედეგები აჩვენა - AI მოთხოვნამ კომპანიის ზრდა დააჩქარა

ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Lenovo Group გამოაცხადა რეკორდული წლიური შემოსავლები და მოგება, რაც ძირითადად ხელოვნური ინტელექტის პროდუქტებზე მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა.

კომპანიის წლიური შემოსავალი 31 მარტით დასრულებულ ფინანსურ წელს 83.1 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 20%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. აქციონერებისთვის განკუთვნილი წმინდა მოგება კი 38%-ით გაიზარდა და 1.91 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ლენოვოს აქციები ჰონგ-კონგის ბირჟაზე 13%-ზე მეტით გაიზარდა და 2000 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავალი 27%-ით გაიზარდა და რეკორდულ 21.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო წმინდა მოგება 521 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, წინა წლის 90 მილიონთან შედარებით.

კომპანიის მონაცემებით, AI-სთან დაკავშირებული შემოსავლები წლის განმავლობაში 105%-ით გაიზარდა და მთლიანი გაყიდვების დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენს. განსაკუთრებით ძლიერი ზრდა დაფიქსირდა AI სერვერებში, ინფრასტრუქტურასა და მომსახურებებში.

AI servers-ზე მოთხოვნის ზრდამ Lenovo-ს ინფრასტრუქტურული ბიზნესიც გააძლიერა, რომელიც წელს უკვე მოგებაზე დაბრუნდა და 19.2 მილიარდ დოლარის რეკორდულ შემოსავალს მიაღწია.

კომპანიის ტრადიციულმა ბიზნესმაც, კომპიუტერებისა და სმარტფონების მიმართულებამ, 17%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო გლობალური PC ბაზრის წილმა 24.4%-ს მიაღწია.

მმართველმა საბჭომ ასევე დააანონსა დივიდენდის გაზრდა, რაც ინვესტორებისთვის დამატებითი პოზიტიური სიგნალია.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის კოორდინირებისთვის ახალი ჯგუფი შექმნა
AI ტექნოლოგია5 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ტრამპმა ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის კოორდინირებისთვის ახალი ჯგუფი შექმნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პოლიტიკის კოორდინირება ახალ სამთავრობო ჯგუფს დაავალა. ჯგუფს, რომელსაც ადმინისტრაციამ „Super Intelligence Force“ უწოდა, ჯეი კლეიტონი უხელმძღვანელებს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
OPEC+ ნოემბერში ნავთობის მოპოვებას არ გაზრდის
მაკრო5 ოქტ. 20261 წთ კითხვა

OPEC+ ნოემბერში ნავთობის მოპოვებას არ გაზრდის

OPEC+-ის შვიდმა წევრმა ნოემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების შეცვლაზე უარი თქვა. გადაწყვეტილება საუდის არაბეთმა, რუსეთმა, ერაყმა, ქუვეითმა, ალჟირმა, ყაზახეთმა და ომანმა ონლაინ შეხვედრაზე მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Revolut-ის ღირებულებამ $115 მილიარდს მიაღწია
საფონდო5 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Revolut-ის ღირებულებამ $115 მილიარდს მიაღწია

Revolut ევროპის ყველაზე ძვირადღირებულ სტარტაპად იქცა. კერძო გარიგებებში კომპანიის ღირებულება $115 მილიარდს აღწევს, რაც Barclays-ისა და ფრანგული Societe Generale-ის საბაზრო ღირებულებას აღემატება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე