გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Londian Wason-ის საბაზრო ღირებულებამ ნიუ-იორკის ბირჟაზე $2 მილიარდს მიაღწია

მარიამ ქადარია13 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Londian Wason-ის საბაზრო ღირებულებამ ნიუ-იორკის ბირჟაზე $2 მილიარდს მიაღწია

ჩინური Londian Wason New Energy Tech-ის აქციებით ვაჭრობა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე წარმატებით დაიწყო. პირველივე დღეს კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 2.01 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშშ-ში ჩინური კომპანიის ყველაზე მსხვილი IPO გახდა.

შენჟენში დაფუძნებული კომპანიის აქციებით ვაჭრობა 26 დოლარიდან დაიწყო, მაშინ როცა IPO-ს ფასი 22 დოლარი იყო. აქციების პირველადი განთავსებით კომპანიამ 94.3 მილიონი დოლარი მიიღო.

ბოლო წლებში აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ჩინური კომპანიების რაოდენობა შემცირდა. ამის მიზეზი ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბული ურთიერთობები და ჩინური კომპანიების მიმართ გამკაცრებული კონტროლია.

Londian Wason სპილენძის ფოლგას აწარმოებს, რომელიც გამოიყენება ლითიუმ-იონურ ბატარეებში, ელექტრომობილებში, 5G მოწყობილობებში, ელექტრონიკასა და ენერგიის შესანახ სისტემებში. ამ პროდუქციაზე მოთხოვნა განსაკუთრებით ელექტრომობილებისა და ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო ტექნიკის ზრდასთან ერთად მატულობს.

ანალიტიკოსები ყურადღებას კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებენ. 2025 წელს Londian Wason-ის შემოსავლის დაახლოებით 64% ხუთ მსხვილ კლიენტზე მოდიოდა, ამიტომ ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად შეძლებს კომპანია კლიენტების რაოდენობის გაზრდასა და გაყიდვების ზრდის შენარჩუნებას.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო11 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები გაიზარდა - STOXX 600 რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა

ევროპული ბაზრების ზრდას ხელი შეუწყო კორპორაციული მოგების ძლიერმა სეზონმა და AI სექტორზე მოთხოვნის შენარჩუნების ნიშნებმა. ამასთან, ინვესტორები აშშ-ში ინფლაციის ზრდისა და Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების უფრო მკვეთრი მატების შესაძლებლობას აფასებენ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო11 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის ცენტრალური ბანკი განაკვეთის 0.5 პუნქტით გაზრდას განიხილავს

აშშ-ში ოქტომბრის ინფლაცია პროგნოზზე მაღალი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ცენტრალურ ბანკში საპროცენტო განაკვეთის უფრო მკვეთრად გაზრდაზე დაიწყეს საუბარი.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო11 ნოე. 20262 წთ კითხვა

Alphabet აზიასა და სინგაპურში ვალუტებში ობლიგაციების პირველ გამოშვებას გეგმავს

Google-ის მშობელი კომპანია აზიელი ინვესტორების მოთხოვნის შემოწმებას გეგმავს იმ პერიოდში, როდესაც ტექნოლოგიური სექტორი AI-ინფრასტრუქტურაში მზარდი ინვესტიციების დასაფინანსებლად ვალის ბაზარს სულ უფრო აქტიურად მიმართავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე