გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

მასკის თქმით, სექტემბრიდან SpaceX-ის მთავარი შემოსავლის წყარო ხელოვნური ინტელექტი გახდება

მარიამ ქადარია14 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
მასკის თქმით, სექტემბრიდან SpaceX-ის მთავარი შემოსავლის წყარო ხელოვნური ინტელექტი გახდება

SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, სექტემბრიდან ხელოვნური ინტელექტი კომპანიის შემოსავლის მთავარი წყარო გახდება. თანამშრომლებთან შეხვედრისას მან ასევე განაცხადა, რომ ოთხ-ხუთ წელიწადში ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა SpaceX-ის შემოსავლის 99% უზრუნველყოს.

SpaceX-ის AI ბიზნესი მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ მიმდინარე წელს მასკის მიერ დაფუძნებული xAI შეიძინა. მასში შედის Grok, სოციალური ქსელი X და მონაცემთა ცენტრები. ამასთან, SpaceX აგრძელებს თავის ტრადიციულ საქმიანობას, რაკეტების გაშვებასა და Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის განვითარებას.

მეორე კვარტალში SpaceX-ის შემოსავალმა 7.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან 4.3 მილიარდი დოლარი Starlink-ზე, დაახლოებით 2.6 მილიარდი კი AI მიმართულებაზე მოდიოდა.

მასკის თქმით, SpaceX ხელოვნური ინტელექტის მიმართულებისთვის საჭირო მონაცემთა ცენტრების გაფართოებას გეგმავს. წლის ბოლოს მათი საერთო მოცულობა 2 გიგავატს მიაღწევს, 2027 წლის ბოლოსთვის კი დაახლოებით 10 გიგავატამდე გაიზრდება.

SpaceX მომავალში ორბიტაზე მონაცემთა ცენტრების განთავსებას განიხილავს, რისთვისაც Starship-ის გამოყენება იგეგმება. პროექტი ჯერ განვითარების ადრეულ ეტაპზეა და მისი განხორციელების ვადები უცნობია.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

AI ტექნოლოგია12 ნოე. 20262 წთ კითხვა

Goldman Sachs: AI-ზე დანახარჯები 2027 წლის ბოლოსთვის $1.4 ტრილიონს მიაღწევს

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი 2027 წელს აშშ-ში ბიზნესინვესტიციების ზრდის მთავარი მამოძრავებელი იქნება. AI-სთან დაკავშირებული ხარჯები ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 4%-ის ეკვივალენტური გახდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები რეკორდულ ნიშნულზე ავიდა - ტექნოლოგიურ სექტორში ვარდნამ ზრდა ვერ შეაჩერა

STOXX 600-ის ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ევროპულ ბაზრებს კორპორაციული ანგარიშგების ძლიერი სეზონი და ტექნოლოგიურ გიგანტებზე შედარებით დაბალი დამოკიდებულება დაეხმარა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

Western Union-მა $500-მილიონიანი გარიგება გააუქმა

ფულადი გზავნილების კომპანია Western Union-მა კონკურენტი International Money Express-ის, იგივე Intermex-ის, დაახლოებით 500 მილიონ დოლარად შეძენის შეთანხმება გააუქმა. მიზეზი კალიფორნიის მარეგულირებლის მიერ დაწესებული პირობებია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე