გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

McDonald’s-ის აქციების ფასი შემცირდა

მარიამ ქადარია23 ივნისი, 20261 წთ კითხვა
McDonald’s-ის აქციების ფასი შემცირდა

მიმდინარე წელს McDonald’s-ის აქციების ფასი დაახლოებით 11%-ით შემცირდა და ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა. საინტერესოა, რომ ეს კლება კომპანიის სტაბილური ფინანსური შედეგების ფონზე ფიქსირდება, თუმცა ინვესტორებში სამომხმარებლო განწყობის გაუარესება გარკვეულ კითხვებს აჩენს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში McDonald’s-ის გაყიდვები საშუალოდ 5%-ზე მეტით იზრდებოდა, ხოლო ბოლო კვარტალში ამ მაჩვენებელმა 9%-ს მიაღწია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კომპანიის ძირითადი ბიზნესი მყარად მუშაობს. მიუხედავად ამისა, ბაზრის მთავარი ყურადღება ახლა მაინც მომხმარებელთა ხარჯების შემცირებაზეა მიმართული — სუსტმა სამომხმარებლო განწყობამ, შესაძლოა, მოკლევადიან პერსპექტივაში რესტორნების სექტორზე უარყოფითად იმოქმედოს.

გარდა ამისა, McDonald’s თავის ინვესტორებს დივიდენდებსაც უხდის. ამჟამად დივიდენდური სარგებელი 2.7%-ს შეადგენს, რაც S&P 500-ის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. თუმცა, ვინაიდან დღეს ბაზარზე უფრო მაღალშემოსავლიანი ალტერნატივებიც არსებობს, მხოლოდ დივიდენდი აქციების მიმართ ინტერესის შესანარჩუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

კომპანიის აქციების ფასი მოგებასთან შეფარდებით (P/E კოეფიციენტი) დაახლოებით 23-ია, რაც S&P 500-ის საშუალო დონესთან ახლოსაა. ანალიტიკოსების შეფასებით, McDonald’s უფრო მეტად საინტერესო იმ ინვესტორებისთვისაა, რომლებიც სტაბილურობასა და დივიდენდების გრძელვადიან ზრდას ეძებენ. მათთვის კი, ვინც აქციებისგან სწრაფ ზრდას ელის, ბაზარზე ბევრად მაღალი პოტენციალის მქონე სხვა კომპანიებიც მოიძებნება.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო6 ნოე. 20265 წთ კითხვა

S&P 500-ის 7%-იანი ვარდნა აშშ-ის ბაზარზე ვაჭრობის შეჩერების რისკს გააჩენს

S&P 500-ის 3.8%-იანი ვარდნის ფონზე ინვესტორები აშშ-ის ბაზარზე ავტომატური სავაჭრო შეჩერების დონეებს აკვირდებიან. ინდექსის 7%-იანი და 13%-იანი ვარდნა გარკვეულ პირობებში 15-წუთიან პაუზას გამოიწვევს, ხოლო 20%-იანი შემცირება ვაჭრობას დღის ბოლომდე შეაჩერებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო5 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იზრდება - დოლარის სტაბილურობა ძვირფას ლითონს მხარს უჭერს

ოქროს ფასი 1.1%-ით გაიზარდა და უნციაზე 4,107 დოლარს გადააჭარბა. ძვირფას ლითონს მხარს უჭერს აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების სარგებლის კლება და დოლარის შედარებითი სტაბილურობა, მაშინ როდესაც ინვესტორები ირანის ომის შესაძლო დეესკალაციის პერსპექტივას აფასებენ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი5 ნოე. 20262 წთ კითხვა

Wendy’s-მა Nelson Peltz-ის $1.4-მილიარდიანი შეთავაზება უარყო

Wendy’s-ის დირექტორთა საბჭომ ნელსონ პელტცის Trian Fund Management-ის ხელმძღვანელობით წარდგენილი $1.4-მილიარდიანი შეთავაზება უარყო, რადგან ფასი კომპანიის გრძელვადიან პოტენციალს სათანადოდ არ ასახავს. ამასთან, კომპანიამ აქციონერთა დაცვის მექანიზმი დაამტკიცა და დამოუკიდებელი განვითარების სტრატეგიის გაგრძელებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე