გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Meta ახალ აპლიკაციას ქმნის

მარიამ ქადარია24 ივნისი, 20261 წთ კითხვა
Meta ახალ აპლიკაციას ქმნის

ტექნოლოგიური გიგანტი Meta ახალ აპლიკაციას ქმნის, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მოვლენის შედეგების პროგნოზირების საშუალებას მისცემს.

პროექტის სახელწოდებაა „Arena“ და ის ისეთი პლატფორმების კონკურენტი იქნება, როგორიცაა Polymarket და Kalshi.

გავრცელებული ინფორმაციით, აპლიკაცია Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ისგან დამოუკიდებლად იმუშავებს. მომხმარებლებს შეეძლებათ სხვადასხვა თემაზე საკუთარი პროგნოზების გაკეთება და ქულების დაგროვება. ამ ეტაპზე რეალური ფულის გამოყენება გათვალისწინებული არ არის, თუმცა კომპანია მომავალში ამ შესაძლებლობასაც განიხილავს. Meta გეგმავს, ახალი პლატფორმის პოპულარიზაციისთვის საკუთარი მრავალმილიარდიანი აუდიტორია გამოიყენოს.

საინტერესოა, რომ Meta-ს ამ გეგმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ისეთი კომპანიების აქციების ფასი, როგორიცაა Robinhood-ი და DraftKings-ი, ბირჟაზე საგრძნობლად შემცირდა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე