გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Meta-ს აქციების სამიზნე ფასი 835 დოლარზე შენარჩუნდა

მარიამ ქადარია1 ივნისი, 20261 წთ კითხვა
Meta-ს აქციების სამიზნე ფასი 835 დოლარზე შენარჩუნდა

„Bank of America“ კომპანია Meta-ს ხელოვნურ ინტელექტში (AI) ჩადებული ინვესტიციების გამო დიდ ფინანსურ ზრდას უწინასწარმეტყველებს, რადგან ახალი ფასიანი სერვისები და ტრილიონიანი კორპორატიული ბაზრის ათვისება მის შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ოქტომბრის ფინანსური ანგარიშის შემდეგ ბაზარზე გაჩენილი შიშების მიუხედავად, რომელიც AI ინფრასტრუქტურაზე გაწეულ უზარმაზარ ხარჯებს უკავშირდებოდა, ბანკი აქციებზე შესყიდვის რეკომენდაციას და 835-დოლარიან სამიზნე ფასს უცვლელად ტოვებს.

ვითარების დასტაბილურების მთავარი ფაქტორი ახალი პროდუქტების მონეტიზაციაა, რის ფარგლებშიც კომპანიამ სინგაპურში, გვატემალასა და ბოლივიაში უკვე აამოქმედა ფასიანი გამოწერები: „Meta One Plus“ (თვეში 7.99 დოლარი) და „Meta One Premium“ (თვეში 19.99 დოლარი). გათვლების მიხედვით, თუ მომხმარებელთა საერთო ბაზის მხოლოდ 1 პროცენტი მაინც აირჩევს ფასიან ვერსიას, ეს კომპანიას წლიურად 4.2 მილიარდი დოლარის დამატებით შემოსავალს მოუტანს. შემოსავლების დივერსიფიკაციის მიზნით, Meta-მ შექმნა კორპორატიული სერვისების განყოფილება, რომელიც ბიზნესებს AI ინსტრუმენტების დანერგვაში დაეხმარება. ამასთან, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, მომავალში Meta-მ შესაძლოა საკუთარი ტექნიკური რესურსების ნაწილი სხვა კომპანიებსაც მიაწოდოს. ექსპერტების შეფასებით, ბიზნესისთვის განკუთვნილი ხელოვნური ინტელექტის სერვისებზე მოთხოვნა მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც Meta-სთვის შემოსავლის ახალი წყაროს შექმნის და კომპანიას ხელოვნურ ინტელექტში გაწეული დიდი დანახარჯების ანაზღაურებაში დაეხმარება. მიუხედავად ასეთი პოზიტიური პროგნოზისა, ანალიტიკოსები რისკ-ფაქტორებად კვლავ ასახელებენ ციფრულ რეკლამაზე მაღალ დამოკიდებულებას, მზარდ ხარჯებს, ახალი AI პლატფორმებისგან მომავალ კონკურენციასა და მკაცრ მარეგულირებელ ჩარჩოებს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Fed-ის გადაწყვეტილება კვირის მთავარი მოვლენაა - ინვესტორები უორშის განცხადებებს ელოდებიან
განათლება26 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Fed-ის გადაწყვეტილება კვირის მთავარი მოვლენაა - ინვესტორები უორშის განცხადებებს ელოდებიან

ამ კვირის მთავარი მოვლენა Fed-ის საპროცენტო განაკვეთის გადაწყვეტილებაა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხშაბათს განაკვეთის უცვლელად დატოვებას ელიან, ბაზარი დეკემბერში ზრდის დაახლოებით 73%-იან ალბათობას აფასებს. ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება Fed-ის თავმჯდომარის, კევინ უორშის, კომენტარები ინფლაციასა და მონეტარული პოლიტიკის შემდგომ მიმართულებაზე.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე უკრაინის დარტყმებმა ტრამპსა და ზელენსკის შორის უთანხმოება გააღრმავა
ანალიზი26 ოქტ. 20261 წთ კითხვა

რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე უკრაინის დარტყმებმა ტრამპსა და ზელენსკის შორის უთანხმოება გააღრმავა

უკრაინის მიერ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულმა დარტყმებმა ვაშინგტონსა და კიევს შორის ახალი უთანხმოება გამოიწვია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
QatarEnergy ამერიკული LNG-ის შესყიდვის გაზრდას გეგმავს
მაკრო26 ოქტ. 20261 წთ კითხვა

QatarEnergy ამერიკული LNG-ის შესყიდვის გაზრდას გეგმავს

QatarEnergy ამერიკულ Venture Global-თან გრძელვადიან შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზეა. ყატარული კომპანია წელიწადში სულ მცირე 3 მილიონ ტონა თხევად ბუნებრივ აირს შეიძენს. ხელშეკრულების ვადა და მიწოდების დაწყების თარიღი ჯერ არ შეთანხმებულა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე