გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Microsoft-ის აქციების ფასი სასამართლო დავის შემდეგ შემცირდა

მარიამ ქადარია16 ივნისი, 20261 წთ კითხვა
Microsoft-ის აქციების ფასი სასამართლო დავის შემდეგ შემცირდა

Microsoft-ის აქციონერებმა კომპანიის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შეიტანეს. სარჩელში ნათქვამია, რომ კომპანიამ ინვესტორებს არ მიაწოდა სრული ინფორმაცია Azure-ის ზრდის შენელებისა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული დიდი ხარჯების შესახებ.

დავა სიეტლის ფედერალურ სასამართლოში მიჩიგანის საპენსიო ფონდმა დაიწყო. სარჩელს წინ უძღოდა Microsoft-ის აქციების 10%-იანი ვარდნა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 357 მილიარდი დოლარით შემცირდა. ეს Microsoft-ისთვის ბოლო ექვს წელში აქციების ფასის ყველაზე დიდი ერთდღიანი კლება იყო.

ფინანსური მონაცემებით, Azure-ის ზრდის ტემპი წინა კვარტალთან შედარებით 40%-დან 39%-მდე შემცირდა. ამავე დროს, კომპანიის კაპიტალურმა ხარჯებმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 66%-ით მეტია.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ Microsoft-მა რესურსების დიდი ნაწილი ხელოვნური ინტელექტისა და Copilot-ის განვითარებას დაუთმო, რამაც ხარჯები გაზარდა და Azure-ის შესაძლებლობებზე ზეწოლა შექმნა. მოპასუხეებად დასახელებულნი არიან კომპანიის ხელმძღვანელი პირებიც, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელა და ფინანსური დირექტორი ემი ჰუდი.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

 Google-მა Gemini 4 Carbon წარადგინა - ახალი AI მოდელი კიბერუსაფრთხოებასა და რთულ პროგრამულ ამოცანებზეა ორიენტირებული
AI ტექნოლოგია29 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Google-მა Gemini 4 Carbon წარადგინა - ახალი AI მოდელი კიბერუსაფრთხოებასა და რთულ პროგრამულ ამოცანებზეა ორიენტირებული

Google-მა Gemini 4 Carbon წარადგინა - AI მოდელი, რომელიც პროგრამირებაში, კიბერუსაფრთხოებასა და მრავალეტაპიანი საინჟინრო ამოცანების შესრულებაში გაუმჯობესებული შესაძლებლობებით გამოირჩევა. მოდელი თავდაპირველად კიბერუსაფრთხოების შერჩეულ სპეციალისტებს მიეწოდება, მოგვიანებით კი დეველოპერებისა და ფართო მომხმარებლებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
tk accelis-მა გერმანიის ბირჟაზე ვაჭრობა დაიწყო
საფონდო29 ოქტ. 20261 წთ კითხვა

tk accelis-მა გერმანიის ბირჟაზე ვაჭრობა დაიწყო

Thyssenkrupp-ის შვილობილი კომპანია tk accelis გერმანიის საფონდო ბირჟაზე გავიდა. ეს 2026 წელს გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბირჟაზე გასვლაა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ვენესუელური ნავთობის პირველი ტვირთი ტეხასში ჩავიდა
მაკრო29 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ვენესუელური ნავთობის პირველი ტვირთი ტეხასში ჩავიდა

აშშ-სა და NABEP-ს შორის შეთანხმების ფარგლებში ვენესუელური ნავთობის პირველი ტვირთი ტეხასში ჩავიდა. საუბარია ერთ მილიონ ბარელ მძიმე ნავთობზე, რომელსაც აშშ-ის მთავრობა Exxon Mobil-სა და Citgo-ს ქარხნებს მიჰყიდის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე