გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Microsoft სპარსეთის ყურის ქვეყნებში $10 მილიარდზე მეტს დახარჯავს

მარიამ ქადარია24 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Microsoft სპარსეთის ყურის ქვეყნებში $10 მილიარდზე მეტს დახარჯავს

Microsoft 2030 წლამდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, კატარსა და ქუვეითში $10 მილიარდზე მეტის დახარჯვას გეგმავს. თანხა ღრუბლოვან სერვისებს, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურასა და რეგიონული საქმიანობის გაფართოებას მოხმარდება.

კომპანიის პრეზიდენტის, ბრედ სმიტის თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მიუხედავად, Microsoft ხარჯებს ზრდის.

გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ციფრული ინფრასტრუქტურის დაცვაა. Microsoft ადგილობრივ ორგანიზაციებს კრიტიკული მონაცემების დაცვასა და შესაძლო თავდასხმებისთვის მომზადებაში დაეხმარება. ომის დროს თავდასხმები მონაცემთა ცენტრებზეც გავრცელდა და Amazon-ის AWS-ის ობიექტებს ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც შეეხო.

Microsoft 2030 წლამდე კიდევ $400 მილიონზე მეტს დახარჯავს წყალქვეშა და სახმელეთო საკომუნიკაციო ქსელებზე. კომპანია თანამშრომლობს არაბთა გაერთიანებული საამიროების G42-თან, საუდის არაბეთის Humain-თან და კატარის Qai-სთან.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე