გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

ნუცა ტყეშელაშვილი17 ნოემბერი, 20262 წთ კითხვა
MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

MINISO Group Holding Limited-მა 2026 წლის მესამე კვარტალში ანალიტიკოსების პროგნოზებზე უკეთესი ფინანსური შედეგები აჩვენა. კომპანიის კორექტირებულმა მოგებამ ერთ ADS-ზე 2.36 იუანი ($0.35) შეადგინა, რაც ბაზრის კონსენსუსით ნავარაუდევ 2.08 იუანს 0.28 იუანით აღემატება.

30 სექტემბერს დასრულებულ კვარტალში კომპანიის შემოსავალმა 6.63 მილიარდი იუანი ($988.2 მილიონი) შეადგინა, რაც ანალიტიკოსების 6.48 მილიარდ იუანიან პროგნოზზე მეტია. წლიურ ჭრილში შემოსავალი 14.3%-ით გაიზარდა - წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 5.80 მილიარდ იუანს შეადგენდა.

MINISO-ს ბრენდი ზრდის მთავარ წყაროდ რჩება

კომპანიის ძირითადი ბრენდის, MINISO-ს შემოსავალი წლიურად 17.2%-ით გაიზარდა და 6.12 მილიარდ იუანს მიაღწია. ზრდის მთავარი წყარო ჩინეთის მატერიკულ ნაწილში გაყიდვები იყო, სადაც შემოსავალი 29.6%-ით გაიზარდა. საერთაშორისო ბაზრებზე ზრდა შედარებით მოკრძალებული, 1.7% იყო.

ამის საპირისპიროდ, TOP TOY-ის ბრენდის შემოსავალი 12.5%-ით შემცირდა და 502.5 მილიონი იუანი შეადგინა.

კომპანიის მთლიანი მოგების მარჟა წინა წლის ანალოგიური კვარტლის 44.7%-დან 45.3%-მდე გაიზარდა. გაუმჯობესებას ხელი შეუწყო ფასების სტრატეგიის ოპტიმიზაციამ და საკუთარი და დიზაინერული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე (IP) დაფუძნებული პროდუქტების გაყიდვების წილის ზრდამ.

თუმცა, დადებითი დინამიკის მიუხედავად, სავალუტო კურსის ეფექტის გამოკლებით კორექტირებული საოპერაციო მოგება წლიურად 2.5%-ით შემცირდა და 998.4 მილიონი იუანი შეადგინა. საოპერაციო მოგების მარჟა კი წინა წლის 17.7%-დან 15.1%-მდე დაეცა.

„მოხმარებისთვის რთული მაკროეკონომიკური გარემოსა და წინა წლის მაღალი საბაზისო მაჩვენებლის მიუხედავად, გვიხარია, რომ 2026 წლის მესამე კვარტალში MINISO-მ ჩინეთის მატერიკულ ბაზარზე ძლიერი ზრდის ტემპი შეინარჩუნა. შემოსავალი 29.6%-ით გაიზარდა, რასაც გაყიდვების ერთსა და იმავე მაღაზიებში (SSSG) მაღალი ერთნიშნა ზრდა განაპირობებდა. ეს დადებითი მაჩვენებლის ზედიზედ მეექვსე კვარტალია“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა, თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა გუფუ იემ.

ცხრა თვის შედეგები და მაღაზიების ქსელი

2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში MINISO-ს შემოსავალი წლიურად 19.3%-ით გაიზარდა და 18.12 მილიარდ იუანს მიაღწია. ამავე პერიოდში სავალუტო კურსის ეფექტის გამოკლებით კორექტირებული საოპერაციო მოგება 2%-ით გაიზარდა და 2.63 მილიარდი იუანი შეადგინა.

30 სექტემბრის მდგომარეობით, კომპანიის მაღაზიების საერთო რაოდენობა 8 665-ს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 527-ით მეტია.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20265 წთ კითხვა

Nvidia-ს ფინანსური შედეგები AI სექტორისთვის გამოცდად იქცევა

ინვესტორები კომპანიისგან გაყიდვების ზრდის პროგნოზისა და მომხმარებლების ფინანსური მხარდაჭერის სტრატეგიის შესახებ განმარტებებს ელიან.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე