გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Morgan Stanley ევროპულ ენერგოსექტორში Galp-ს გამოარჩევს

მარიამ ქადარია6 ივლისი, 20262 წთ კითხვა
Morgan Stanley ევროპულ ენერგოსექტორში Galp-ს გამოარჩევს

ნავთობის გაიაფების მოლოდინში Morgan Stanley ინვესტორებს ევროპულ ენერგოსექტორში პორტფელის გადახედვას ურჩევს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2026 წლის შემდეგ Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე დაახლოებით 70 დოლარი იქნება. წლევანდელი გაძვირების შემდეგ ეს ნავთობის ფასის შესაძლო შემცირებაზე მიანიშნებს. ამის გამო Morgan Stanley ევროპულ ენერგოკომპანიებთან მიმართებით უფრო ფრთხილ საინვესტიციო მიდგომას ირჩევს.

ამ მიდგომის ფარგლებში Morgan Stanley-მ პორტუგალიური Galp-ის შეფასება გააუმჯობესა და მისი აქციები „Overweight“ კატეგორიაში გადაიყვანა. მარტივად რომ ვთქვათ, ბანკი ელოდება, რომ Galp-ის აქციები ბაზარზე საშუალოზე უკეთეს შედეგს აჩვენებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, Galp-ის პოზიციას ნავთობის მოპოვების ზრდა, ვალის შემცირება და კაპიტალური ხარჯების კლება აძლიერებს. ეს ფაქტორები კომპანიას დაეხმარება, ნავთობის გაიაფების შემთხვევაშიც შეინარჩუნოს აქციონერებისთვის მიმზიდველი დივიდენდები. დადებით ფაქტორად განიხილება Galp-ის ბიზნესის შესაძლო რესტრუქტურიზაციაც.

Morgan Stanley უფრო თავშეკავებულია ესპანურ Repsol-სა და ავსტრიულ OMV-თან მიმართებით. Repsol-ის შემთხვევაში ბანკი მიიჩნევს, რომ ნავთობის გადამუშავებიდან მიღებული მაღალი მოგება აქციების ფასში უკვე ასახულია. ამიტომ, ნავთობის გაიაფების შემთხვევაში, კომპანია Galp-თან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს.

OMV-ის მიმართ სიფრთხილე ქიმიური პროდუქტების ბაზარზე არსებულ გაურკვევლობას და კომპანიის ახალი სტრატეგიის მოლოდინს უკავშირდება.

Morgan Stanley-ის შეფასებით, ნავთობის ფასების კლების პირობებში ინვესტორებისთვის უფრო საინტერესო იქნება ის ენერგოკომპანიები, რომლებსაც სტაბილური შემოსავალი, დაბალი ხარჯები და აქციონერებისთვის დივიდენდების შენარჩუნების შესაძლებლობა აქვთ.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Nike-ის აქციები თითქმის 9%-ით დაეცა: შემოსავალმა მოლოდინს ვერ მიაღწია
საფონდო2 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Nike-ის აქციები თითქმის 9%-ით დაეცა: შემოსავალმა მოლოდინს ვერ მიაღწია

Nike-ის აქციები წინასაბაზრო ვაჭრობაში თითქმის 9%-ით დაეცა. კომპანიამ ერთ აქციაზე 48-ცენტიანი კორექტირებული მოგებით პროგნოზს გადააჭარბა, თუმცა $11.21 მილიარდის შემოსავალი მოლოდინზე დაბალი აღმოჩნდა და Nike-მა ფისკალური 2027 წლისთვის შემოსავლის მაღალი ერთნიშნა პროცენტული შემცირება ივარაუდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Paramount Skydance-ისა და Warner Bros Discovery-ის გაერთიანებულ კომპანიას Skydance ერქმევა
საფონდო2 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Paramount Skydance-ისა და Warner Bros Discovery-ის გაერთიანებულ კომპანიას Skydance ერქმევა

Paramount Skydance-ისა და Warner Bros Discovery-ის $110 მილიარდიანი გარიგების დასრულების შემდეგ გაერთიანებულ კომპანიას Skydance ერქმევა. CEO დევიდ ელისონის განცხადებით, გადაწყვეტილება Paramount-ისა და Warner Bros-ის დამოუკიდებელი ბრენდების შესანარჩუნებლად მიიღეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Evercore: Meta-სა და Alphabet-ის სარეკლამო შემოსავლების მოკლევადიანი პერსპექტივა დადებითია
საფონდო2 ოქტ. 20265 წთ კითხვა

Evercore: Meta-სა და Alphabet-ის სარეკლამო შემოსავლების მოკლევადიანი პერსპექტივა დადებითია

Evercore-ის გამოკითხვის მიხედვით, ციფრული რეკლამის ბაზარი კვლავ მდგრადია, თუმცა კომპანიები ბიუჯეტებს ძირითადად უკეთესი შედეგების მქონე პლატფორმებზე გადაანაწილებენ. სააგენტოების შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე პოზიტიური სარეკლამო ტენდენციები Meta-სა და Alphabet-ზე შეინიშნება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე