გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Morgan Stanley ზრდის ორი ტაივანური ჩიპმწარმოებლის შეფასებას მეხსიერების ბაზრის გაძლიერების ფონზე

ნუცა ტყეშელაშვილი1 ივნისი, 20262 წთ კითხვა
Morgan Stanley ზრდის ორი ტაივანური ჩიპმწარმოებლის შეფასებას მეხსიერების ბაზრის გაძლიერების ფონზე

საინვესტიციო ბანკმა Morgan Stanley ორი დიდი ნახევარგამტარების კომპანია დააწინაურა Equal weight-დან Overweight-ის შეფასებამდე რაც ასახავს მეხსიერების ჩიპების ბაზრის გაძლიერებულ პერსპექტივებს და ფასების ზრდას.

ბანკის შეფასებით განსაკუთრებით ძლიერდება DDR4 ტიპის მეხსიერების ფასი ხოლო სპეციალიზებულ სეგმენტებში მოთხოვნა ზრდის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

Winbond Electronics Corp Winbond Electronics Corp ის შეფასება გაიზარდა Overweight ზე ხოლო სამიზნე ფასი 100 ტაივანური დოლარიდან 222 მდე გაიზარდა.

Morgan Stanley მ კომპანიის მოგების პროგნოზებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა:

2026 წლის EPS პროგნოზი 23 პროცენტით გაიზარდა

2027 წელი 65 პროცენტით გაიზარდა

2028 წელი 94 პროცენტით გაიზარდა

ანალიტიკოსების შეფასებით ზრდა უკავშირდება DDR4 ბაზრის გამყარებას და ახალი პროდუქტების SiCap და SLC NAND განვითარებას.

Nanya Technology Corp Nanya Technology Corp ის შეფასებაც Overweight მდე გაიზარდა ხოლო სამიზნე ფასი 278 დან 380 ტაივანურ დოლარამდე.

EPS პროგნოზებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა

  • 2026 წელი 15 პროცენტით
  • 2027 წელი 29 პროცენტით
  • 2028 წელი 33 პროცენტით

ბანკი განსაკუთრებით პოზიტიურად აფასებს კომპანიის გრძელვადიან კონტრაქტებს სერვერებისა და enterprise SSD მომხმარებლებთან.

ამასთან Nanya გეგმავს DDR5 წარმოების გაფართოებას 2026 წლის მესამე კვარტლიდან რაც მომავალ ზრდას კიდევ უფრო გააძლიერებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, მეხსიერების ჩიპების ბაზარი ეტაპობრივად გამოდის ციკლური სისუსტიდან და გადადის ფასების აღდგენის ფაზაში, რასაც AI და მონაცემთა ცენტრების მზარდი მოთხოვნა აძლიერებს.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Apple-მა ჭკვიანი სახლის ახალი მოწყობილობები წარადგინა - HomeView-ის ფასი $299-დან იწყება
ანალიზი13 ოქტ. 20264 წთ კითხვა

Apple-მა ჭკვიანი სახლის ახალი მოწყობილობები წარადგინა - HomeView-ის ფასი $299-დან იწყება

Apple-მა HomeView წარადგინა — 7-დუიმიანი ეკრანის მქონე ჭკვიანი სახლის მოწყობილობა, რომლის ფასი 299 დოლარიდან იწყება. კომპანიამ ასევე განაახლა HomePod და Apple TV და LG-სა და Schneider Electric-თან თანამშრომლობით ახალი აქსესუარები გამოუშვა. Apple-ის მთავარი გამოწვევა იქნება იმის დამტკიცება, რომ Siri-ს ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლებს რეალურ უპირატესობას სთავაზობს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Johnson & Johnson-მა მესამე კვარტალში მოლოდინებს გადააჭარბა, თუმცა აქციები 4%-ით დაეცა
საფონდო13 ოქტ. 20265 წთ კითხვა

Johnson & Johnson-მა მესამე კვარტალში მოლოდინებს გადააჭარბა, თუმცა აქციები 4%-ით დაეცა

Johnson & Johnson-ის მესამე კვარტლის კორექტირებულმა მოგებამ ერთ აქციაზე 2.59 დოლარი, ხოლო შემოსავალმა 25.4 მილიარდი დოლარი შეადგინა - ორივე მაჩვენებელმა ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. კომპანიამ 2026 წლის პროგნოზიც გაზარდა, თუმცა აქციები სავაჭრო სესიის გახსნისას დაახლოებით 4%-ით დაეცა, რადგან ინვესტორები უფრო ძლიერ ზრდას ელოდნენ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს
ანალიზი13 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს

Uber-ის ავტონომიური მობილობისა და მიწოდების გლობალური ხელმძღვანელი სარფრაზ მარედია კომპანიას 16 ნოემბერს დატოვებს. საკადრო ცვლილება ხდება იმ ფონზე, როდესაც Uber უმძღოლო ავტომობილების კომერციული გამოყენების გაფართოებასა და ამ მიმართულებაში 10 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე