გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

მსხვილი კომპანიები მათი აქციების ციფრული ვერსიებით ვაჭრობას ეწინააღმდეგებიან

მარიამ ქადარია26 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
მსხვილი კომპანიები მათი აქციების ციფრული ვერსიებით ვაჭრობას ეწინააღმდეგებიან

Wells Fargo, Arm Holdings და Intuit იმ კომპანიებს შეუერთდნენ, რომლებიც მათი აქციების ბლოკჩეინზე გადატანას ეწინააღმდეგებიან. ასეთი პოზიცია უკვე 22 კომპანიას აქვს, მათ შორის Microsoft-სა და Alphabet-ს.

ტოკენიზაციის დროს ჩვეულებრივი აქციის ციფრული ვერსია იქმნება, რომლითაც ბლოკჩეინზე შეიძლება ვაჭრობა. OKX-ისა და Intercontinental Exchange-ის ერთობლივ პლატფორმას 63 კომპანიის აქციებზე მსგავსი პროდუქტების შექმნა სურდა. ამ მოდელის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ ვაჭრობა პრაქტიკულად მთელი დღე იქნება შესაძლებელი, გარიგებების დასრულებას კი ნაკლები დრო დასჭირდება.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიის ახალი წესებით, ასეთი პლატფორმები ტრადიციული ბირჟებისთვის დაწესებული მოთხოვნების ნაწილისგან თავისუფლდებიან, თუმცა კომპანიის აქციის ციფრული ვერსიის შექმნა მისი თანხმობის გარეშე ვერ მოხდება. თუ კომპანია წინააღმდეგია, პროექტი შეჩერდება.

Nasdaq-ის თქმით, არასაკმარისმა რეგულაციამ შესაძლოა აქციებით ვაჭრობის ნორმალური პროცესი და მათი ფასის ჩამოყალიბება დააზიანოს. ახალი მოთხოვნებით, ციფრული აქციის მფლობელს ჩვეულებრივი აქციის მსგავსი ხმისა და დივიდენდის უფლება უნდა ჰქონდეს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონის ობლიგაციების შემოსავლიანობა მრავალკვირიან მაქსიმუმზე გაიზარდა - Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ ბაზრები შეარყია

აშშ-ში ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მკაცრი განცხადებების ფონზე, გლობალურ ობლიგაციების ბაზარზე გაყიდვები გააქტიურდა. გერმანიის 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 3.357%-ს მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა - ინვესტორები Fed-ის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინს აფასებენ

STOXX 600-ის ინდექსმა ოთხდღიანი ზრდის სერია შეწყვიტა და რეკორდული ნიშნულიდან მცირედით დაიხია. მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი ივნისის შემდეგ საუკეთესო კვირის დასრულებას უახლოვდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია13 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bernstein: Apple AI აქციებისგან თავის არიდებული ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივად იქცა

ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ის რეკორდულად მაღალი საბაზრო შეფასება გამართლებულია კომპანიის მომხმარებელთა ერთგულებით, სტაბილური ფულადი ნაკადებითა და AI ინფრასტრუქტურაზე შედარებით დაბალი დანახარჯებით.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე