გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ნავთობი გაძვირდა, ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალ ეკონომიკურ შეზღუდვებს აანონსებს

მარიამ ქადარია20 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
ნავთობი გაძვირდა, ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალ ეკონომიკურ შეზღუდვებს აანონსებს

ნავთობის ფასი გაიზარდა და ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიუახლოვდა. Brent-ის ფასი 0.3%-ით, ბარელზე 91.93 დოლარამდე გაიზარდა, WTI კი 0.25%-ით, 84.60 დოლარამდე.

მთავარი ფაქტორი აშშ-ირანის დაპირისპირებაა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ დამატებით და უფრო მკაცრ ეკონომიკურ შეზღუდვებს დააწესებს.

ირანი ამჟამად მკაცრი ამერიკული სანქციების ქვეშაა, მათ შორის ნავთობის ექსპორტის მიმართულებით. ჰორმუზის სრუტეში მოძრაობაც მნიშვნელოვნად შეზღუდულია და კომერციული გადაზიდვები ომამდე არსებულ დონეს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

ეს ვითარება ნავთობის ბაზარზე მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის. მსხვილმა ეკონომიკებმა სტრატეგიული მარაგების გამოყენებით ნავთობის მიწოდება გაზარდეს, თუმცა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა ფასებზე გავლენას მაინც ახდენს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

AI ტექნოლოგია18 ნოე. 20261 წთ კითხვა

Microsoft-მა ახალი AI მოდელები წარადგინა

Microsoft-ის ახალი პროდუქტები პროგრამირების, კიბერუსაფრთხოებისა და გამოსახულებების გენერირების შესაძლებლობებს აერთიანებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო18 ნოე. 20262 წთ კითხვა

Zoom-ის, HSBC-ისა და CNN-ის ვებსაიტებზე მავნე კოდი გავრცელდა

კიბერშეტევა მესამე მხარის პლატფორმა Optimizely-ს მოწყვლადობას უკავშირდება და 178 ორგანიზაციის ვებსაიტს შეეხო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო18 ნოე. 20261 წთ კითხვა

ოქროს ფასი 14-თვიანი მინიმუმიდან მცირედით გაიზარდა

ძვირფასი ლითონის ფასმა ბოლო ვარდნის შემდეგ სტაბილიზაცია დაიწყო, თუმცა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების შემდგომი ზრდის რისკები კვლავ ზეწოლას ახდენს ბაზარზე.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე