გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ნავთობის ფასი ჰორმუზის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაიზარდა

მარიამ ქადარია7 ივლისი, 20261 წთ კითხვა
ნავთობის ფასი ჰორმუზის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაიზარდა

ჰორმუზის სრუტესთან უსაფრთხოების ახალი რისკების გაჩენის შემდეგ ნავთობი გაძვირდა. Brent-ისა და WTI-ის მარკის ნავთობის ფასი დაახლოებით 0.8%-დან 1%-მდე გაიზარდა. მიზეზი ომანის სანაპიროსთან მომხდარი ინციდენტი გახდა, როდესაც ერთ-ერთ ტანკერზე აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ინვესტორებმა კიდევ ერთხელ გაითვალისწინეს, რომ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვებთან დაკავშირებული რისკები კვლავ არსებობს. სწორედ ამ მარშრუტით გადაადგილდება მსოფლიოში ექსპორტირებული ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ამავდროულად, მოსალოდნელია ნავთობის მიწოდების ზრდაც. Saudi Aramco-მ აზიელი მყიდველებისთვის ნავთობის ფასები შეამცირა, რაც 2020 წლის შემდეგ პირველად მოხდა. OPEC+-მაც აგვისტოდან მოპოვების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ჩვეულებრივ, ასეთი ნაბიჯები ფასის შემცირებას უწყობს ხელს, თუმცა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება ამ ეტაპზე ბაზარზე უფრო დიდ გავლენას ახდენს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის მიწოდება მომავალ პერიოდში გაიზრდება, თუმცა საწვავზე მოთხოვნა კვლავ მაღალია. ამიტომ ფასების მკვეთრ შემცირებას ჯერჯერობით არ ელოდებიან. ახლა ბაზრის ყურადღება აშშ-ის ენერგეტიკის საინფორმაციო ადმინისტრაციის (EIA) მორიგ ანგარიშზეა გადატანილი, რომელიც წარმოებისა და მოთხოვნის შესახებ ახალ მონაცემებს გამოაქვეყნებს. ექსპერტების შეფასებით, უახლოეს პერიოდში ნავთობის ფასზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარებისა და სპარსეთის ყურიდან ექსპორტის მოცულობას ექნება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს
ანალიზი13 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს

Uber-ის ავტონომიური მობილობისა და მიწოდების გლობალური ხელმძღვანელი სარფრაზ მარედია კომპანიას 16 ნოემბერს დატოვებს. საკადრო ცვლილება ხდება იმ ფონზე, როდესაც Uber უმძღოლო ავტომობილების კომერციული გამოყენების გაფართოებასა და ამ მიმართულებაში 10 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა
AI ტექნოლოგია13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა

ივლისიდან სექტემბრამდე სავაჭრო ქსელებმა მწარმოებლებისგან წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20%-ით ნაკლები სმარტფონი მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს
მაკრო13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს

ევროკომისია განიხილავს, დაწესდეს თუ არა ევროკავშირის მასშტაბით დამატებითი გადასახადი ნავთობისა და გაზის კომპანიებზე, რომლებმაც ენერგორესურსების გაძვირების შედეგად მნიშვნელოვნად მეტი მოგება მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე