გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

ნიუ-იორკმა მასშტაბური მონაცემთა ცენტრების მშენებლობა ერთი წლით შეაჩერა

მარიამ ქადარია15 ივლისი, 20261 წთ კითხვა
ნიუ-იორკმა მასშტაბური მონაცემთა ცენტრების მშენებლობა ერთი წლით შეაჩერა

ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ და ელექტროენერგიაზე გაზრდილმა მოთხოვნამ ნიუ-იორკის ხელისუფლებას მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე შეზღუდვების დაწესებისკენ უბიძგა. ნიუ-იორკი აშშ-ის პირველი შტატი გახდა, რომელმაც მასშტაბური მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე ერთწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიზეზად ელექტროენერგიის გადასახადების ზრდა, წყლის რესურსებზე გაზრდილი დატვირთვა და ადგილობრივ მოსახლეობაზე შესაძლო გავლენა სახელდება. ნიუ-იორკის გუბერნატორის, ქეითი ჰოკულის განცხადებით, ხელისუფლებამ მოსახლეობა ხარჯების ზრდისა და ბუნებრივი რესურსების შემცირებისგან უნდა დაიცვას.

გუბერნატორი დიდი მონაცემთა ცენტრებისთვის მოქმედი საგადასახადო შეღავათების გაუქმებასაც გეგმავს. მორატორიუმის პერიოდში შტატის გარემოს დაცვის დეპარტამენტი გარემოზე ზემოქმედების შეფასებას მოამზადებს და ახალი სტანდარტების შემუშავებაზე იმუშავებს. ახალი პროექტების განხორციელება მხოლოდ ამ მოთხოვნების დამტკიცების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

გადაწყვეტილებას ტექნოლოგიურ სექტორში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მშენებლობის ერთწლიანი შეჩერება ინვესტორებს სხვა შტატებისკენ უბიძგებს, თუმცა საზოგადოებრივი აზრი ხელისუფლების გადაწყვეტილებას უფრო მეტად ემხრობა. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მონაცემთა ცენტრების სწრაფ მშენებლობას ამერიკელთა მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს, მოსახლეობის უმრავლესობას კი ასეთი ობიექტების საკუთარ დასახლებებში განთავსება არ სურს.

ნიუ-იორკში ამჟამად 130-ზე მეტი მონაცემთა ცენტრი მუშაობს. ხელოვნური ინტელექტის სფეროს გაფართოებასთან ერთად კი მათთვის საჭირო ელექტროენერგიის მოცულობა სწრაფად იზრდება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს
ანალიზი13 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს

Uber-ის ავტონომიური მობილობისა და მიწოდების გლობალური ხელმძღვანელი სარფრაზ მარედია კომპანიას 16 ნოემბერს დატოვებს. საკადრო ცვლილება ხდება იმ ფონზე, როდესაც Uber უმძღოლო ავტომობილების კომერციული გამოყენების გაფართოებასა და ამ მიმართულებაში 10 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა
AI ტექნოლოგია13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა

ივლისიდან სექტემბრამდე სავაჭრო ქსელებმა მწარმოებლებისგან წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20%-ით ნაკლები სმარტფონი მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს
მაკრო13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს

ევროკომისია განიხილავს, დაწესდეს თუ არა ევროკავშირის მასშტაბით დამატებითი გადასახადი ნავთობისა და გაზის კომპანიებზე, რომლებმაც ენერგორესურსების გაძვირების შედეგად მნიშვნელოვნად მეტი მოგება მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე