გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
ანალიზი

Norse Atlantic-მა ყველა რეისი შეაჩერა

მარიამ ქადარია27 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
Norse Atlantic-მა ყველა რეისი შეაჩერა

ნორვეგიულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Norse Atlantic-მა ყველა რეისი შეაჩერა. თუ კომპანია უახლოეს პერიოდში დაფინანსებას ვერ მიიღებს, გაკოტრების პროცედურის დაწყებას გეგმავს.

Reuters-ის ინფორმაციით, ავიაკომპანიამ თანამშრომლებს აცნობა, რომ ხელფასების გადახდას ვერ შეძლებდა. კომპანიის ყველა თვითმფრინავი ნორვეგიის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში დაბრუნდა.

Norse Atlantic-ის ფინანსური მდგომარეობა საავიაციო საწვავის გაძვირებამ კიდევ უფრო გააუარესა. ევროპაში საავიაციო საწვავის ფასი მარტში გაორმაგდა და კვლავ მაღალია. კომპანიას არ ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებიც საწვავის გაძვირების შემთხვევაში დამატებითი ხარჯებისგან დაიცავდა.

Norse Atlantic-ი ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აგრძელებს, თუმცა ჯერჯერობით დაფინანსების საკითხი არ გადაწყვეტილა. კომპანია მყიდველს ან სხვა ავიაკომპანიასთან გაერთიანების შესაძლებლობას ჯერ კიდევ ივლისიდან ეძებს.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო27 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასი სამკვირიანი კლების შემდეგ იზრდება

ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე თავდასხმებმა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებმა ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების შეფერხების რისკი გააძლიერა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო27 ნოე. 20261 წთ კითხვა

გერმანიაში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, უმუშევრობა კი იზრდება

2026 წლის ოქტომბერში ქვეყანაში დაახლოებით 45.69 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული - წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 0.5%-ით შემცირდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
კრიპტო27 ნოე. 20262 წთ კითხვა

ბიტკოინი შვიდკვირიანი ვარდნის შემდეგ პირველად გაიზარდა

კრიპტოვალუტის ფასი კვირის განმავლობაში 2.2%-ით მოიმატა და $61,400-ს გადააჭარბა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე