გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Novo Nordisk 2030 წლამდე ხუთზე მეტი ახალი მსხვილი მედიკამენტის გამოშვებას გეგმავს

მარიამ ქადარია22 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Novo Nordisk 2030 წლამდე ხუთზე მეტი ახალი მსხვილი მედიკამენტის გამოშვებას გეგმავს

Novo Nordisk-მა მომდევნო წლების განვითარების ახალი გეგმა წარადგინა. დანიური ფარმაცევტული კომპანია 2030 წლამდე ხუთზე მეტი ისეთი მედიკამენტის გამოშვებას გეგმავს, რომელთა წლიურმა გაყიდვებმა შესაძლოა თითოეულ შემთხვევაში $1 მილიარდს გადააჭარბოს.

კომპანიის მიზანია, 2035 წლისთვის განვითარების ეტაპზე არსებული მედიკამენტების გაყიდვებმა 150 მილიარდ დანიურ კრონას მიაღწიოს. Novo Nordisk კვლევებს გააფართოებს სიმსუქნისა და დიაბეტის მკურნალობის, ასევე სხვა დაავადებების მიმართულებით.

Novo Nordisk აბის სახით მისაღები GLP-1 მედიკამენტების წარმოების გაზრდასაც გეგმავს. კომპანიის მიზანია, 2030 წლისთვის ასეთი პრეპარატებით ათჯერ მეტი სიმსუქნის მქონე პაციენტი უზრუნველყოს და მთლიანობაში მსოფლიოს მასშტაბით 60 მილიონზე მეტ ადამიანს მიაწოდოს საკუთარი მედიკამენტები.

წყარო: yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე