გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Nubank ბრიტანული Monzo-ს შეძენას განიხილავს

მარიამ ქადარია28 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Nubank ბრიტანული Monzo-ს შეძენას განიხილავს

ბრაზილიური Nubank ბრიტანულ ციფრულ ბანკ Monzo-სთან შესაძლო გარიგებას განიხილავს. შეთანხმების შემთხვევაში Monzo-ს ღირებულება შესაძლოა £8 მილიარდიდან £10 მილიარდამდე, ანუ დაახლოებით $10.6-13.3 მილიარდამდე განისაზღვროს.

Monzo ორ ვარიანტს განიხილავს. პირველი Nubank-თან გაერთიანებაა, მეორე კი დაფინანსების ახალი რაუნდის ჩატარება. დამატებითი კაპიტალი ბანკს ევროპის სხვა ქვეყნებში საქმიანობის გასაფართოებლად სჭირდება. Monzo-მ და Nubank-მა მოლაპარაკებებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

Nubank სან-პაულუშია დაფუძნებული და მისი აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე იყიდება. კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $65.5 მილიარდია.

Monzo-მ მარტში დასრულებული ფინანსური წელი, გადასახადების გადახდამდე, 87.3 მილიონი ფუნტის მოგებით დაასრულა. წინა წელს ეს მაჩვენებელი £60.5 მილიონი იყო. შემოსავალი £1.2 მილიარდიდან £1.7 მილიარდამდე გაიზარდა. 2024 წლის ოქტომბერში ბანკი £4.5 მილიარდად იყო შეფასებული.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

AI ტექნოლოგია12 ნოე. 20262 წთ კითხვა

Goldman Sachs: AI-ზე დანახარჯები 2027 წლის ბოლოსთვის $1.4 ტრილიონს მიაღწევს

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი 2027 წელს აშშ-ში ბიზნესინვესტიციების ზრდის მთავარი მამოძრავებელი იქნება. AI-სთან დაკავშირებული ხარჯები ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 4%-ის ეკვივალენტური გახდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები რეკორდულ ნიშნულზე ავიდა - ტექნოლოგიურ სექტორში ვარდნამ ზრდა ვერ შეაჩერა

STOXX 600-ის ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ევროპულ ბაზრებს კორპორაციული ანგარიშგების ძლიერი სეზონი და ტექნოლოგიურ გიგანტებზე შედარებით დაბალი დამოკიდებულება დაეხმარა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

Western Union-მა $500-მილიონიანი გარიგება გააუქმა

ფულადი გზავნილების კომპანია Western Union-მა კონკურენტი International Money Express-ის, იგივე Intermex-ის, დაახლოებით 500 მილიონ დოლარად შეძენის შეთანხმება გააუქმა. მიზეზი კალიფორნიის მარეგულირებლის მიერ დაწესებული პირობებია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე