გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Nvidia $500 მილიარდზე მეტი AI ინფრასტრუქტურის დაფინანსების პლატფორმას ქმნის

ნუცა ტყეშელაშვილი13 აგვისტო, 20262 წთ კითხვა
Nvidia $500 მილიარდზე მეტი AI ინფრასტრუქტურის დაფინანსების პლატფორმას ქმნის

Nvidia-მ ორშაბათს განაცხადა, რომ ექვს მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით შექმნის სპეციალურ compute financing პლატფორმებს, რომელთა მიზანია AI ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის $500 მილიარდზე მეტი მესამე მხარის კაპიტალის მოზიდვა.

ინიციატივაში მონაწილეობენ Apollo, BlackRock, Blackstone, Brookfield, Goldman Sachs და KKR. პლატფორმები მიზნად ისახავს Nvidia-ს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე წვდომის გაფართოებას AI კომპანიებისთვის, მსხვილი ბიზნესებისთვის, სახელმწიფოებისა და ღრუბლოვანი სერვისების პროვაიდერებისთვის.

Nvidia-ს CEO ჯენსენ ჰუანგის განცხადებით, კომპანიას შესაძლოა ჰქონდეს შესაძლებლობა, პოტენციური გარიგებების 25%, ანუ $125 მილიარდამდე, უკან უზრუნველყოს (backstop).

კომპანიის თქმით, ახალი მოდელი მსხვილ აქტივების მმართველებსა და კერძო კაპიტალის კომპანიებს AI ინფრასტრუქტურაში გრძელვადიანი, გამოყენებაზე დაფუძნებული საინვესტიციო შესაძლებლობების მიღების საშუალებას მისცემს.

ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც AI ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება. ტექნოლოგიური გიგანტები აცხადებენ, რომ ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციების შემცირებას არ გეგმავენ და მათი ჯამური ხარჯები მიმდინარე წელს $730 მილიარდს გადააჭარბებს.

Nvidia-ს განცხადებით, ახალი ფინანსური პლატფორმები მომხმარებლებს მნიშვნელოვან მასშტაბზე გამოთვლით რესურსებზე წვდომას მისცემს და AI-სთვის საჭირო ახალი თაობის მონაცემთა ცენტრების განვითარებას დააჩქარებს.

ამ ეტაპზე კომპანიას არ გაუმჟღავნებია ინდივიდუალური ფინანსური ინსტიტუტების კონკრეტული ვალდებულებები, გარიგებების ფინანსური პირობები ან ის, თუ როდის დაიწყება დაგეგმილი $500 მილიარდის კაპიტალის განთავსება.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო11 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები გაიზარდა - STOXX 600 რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა

ევროპული ბაზრების ზრდას ხელი შეუწყო კორპორაციული მოგების ძლიერმა სეზონმა და AI სექტორზე მოთხოვნის შენარჩუნების ნიშნებმა. ამასთან, ინვესტორები აშშ-ში ინფლაციის ზრდისა და Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების უფრო მკვეთრი მატების შესაძლებლობას აფასებენ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო11 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის ცენტრალური ბანკი განაკვეთის 0.5 პუნქტით გაზრდას განიხილავს

აშშ-ში ოქტომბრის ინფლაცია პროგნოზზე მაღალი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ცენტრალურ ბანკში საპროცენტო განაკვეთის უფრო მკვეთრად გაზრდაზე დაიწყეს საუბარი.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო11 ნოე. 20262 წთ კითხვა

Alphabet აზიასა და სინგაპურში ვალუტებში ობლიგაციების პირველ გამოშვებას გეგმავს

Google-ის მშობელი კომპანია აზიელი ინვესტორების მოთხოვნის შემოწმებას გეგმავს იმ პერიოდში, როდესაც ტექნოლოგიური სექტორი AI-ინფრასტრუქტურაში მზარდი ინვესტიციების დასაფინანსებლად ვალის ბაზარს სულ უფრო აქტიურად მიმართავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე