გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

NYSE და Blockchain.com აქციების ტოკენიზაციას განიხილავენ

მარიამ ქადარია24 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
NYSE და Blockchain.com აქციების ტოკენიზაციას განიხილავენ

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა და კრიპტობროკერი Blockchain.com აშშ-ში აქციებისა და ETF-ების ტოკენიზაციის შესაძლებლობას განიხილავენ. ამ მიზნით კომპანიებმა თანამშრომლობა დაიწყეს.

ტოკენიზაცია ბლოკჩეინზე ისეთი ტოკენის შექმნას ნიშნავს, რომლის ღირებულებაც კონკრეტული აქციის ან სხვა აქტივის ფასს უკავშირდება. Blockchain.com-ს მსგავსი პროდუქტები ევროპაში უკვე აქვს, თუმცა კომპანიებს ჯერ არ დაუზუსტებიათ, სად გახდება ახალი ტოკენები ხელმისაწვდომი.

შეთანხმება მონაცემების გაცვლასაც მოიცავს. NYSE-ის მფლობელი Intercontinental Exchange Blockchain.com-ის კრიპტობაზრის მონაცემებს გაავრცელებს, კრიპტობროკერი კი საკუთარ აპლიკაციაში NYSE-ის ინფორმაციას გამოიყენებს.

ასეთი ტოკენები მომხმარებლებს აქციებით სტანდარტული სავაჭრო საათების მიღმაც ვაჭრობის საშუალებას აძლევს, თუმცა მათი მფლობელები ხშირად აქციონერის ჩვეულებრივ უფლებებს ვერ იღებენ. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ ახლახან ხუთწლიანი გამონაკლისი დაამტკიცა, რომელიც შესაბამის პლატფორმებს ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების შეთავაზებას უმარტივებს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე