გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

OPEC+ ნოემბერში ნავთობის მოპოვებას არ გაზრდის

მარიამ ქადარია5 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
OPEC+ ნოემბერში ნავთობის მოპოვებას არ გაზრდის

OPEC+-ის შვიდმა წევრმა ნოემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების შეცვლაზე უარი თქვა. გადაწყვეტილება საუდის არაბეთმა, რუსეთმა, ერაყმა, ქუვეითმა, ალჟირმა, ყაზახეთმა და ომანმა ონლაინ შეხვედრაზე მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნები დადგენილ კვოტებზე გაცილებით ნაკლებ ნავთობს მოიპოვებენ. ირანში მიმდინარე ომის გამო სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ნავთობის ექსპორტი ბოლო თვეებში საგრძნობლად შემცირდა და მისი მოცულობა დაახლოებით 60%-80%-ს შეადგენდა. აგვისტოში შვიდივე ქვეყანამ დღეში დაახლოებით 25 მილიონი ბარელი მოიპოვა, რაც ომამდე, თებერვალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე დაახლოებით 5 მილიონი ბარელით ნაკლებია.

OPEC+ 2026 წელს მოპოვების ეტაპობრივ გაზრდას გეგმავდა, თუმცა ომის გამო აღნიშნული ვერ განხორციელდა. ამავე დროს, ჯგუფის წევრები დღეში დაახლოებით 2 მილიონი ბარელით ნაკლებ ნავთობს მოიპოვებენ, ვიდრე შეთანხმების გარეშე შეძლებდნენ.

ომის გამო გადაიდო წევრი ქვეყნების რეალური საწარმოო შესაძლებლობების შეფასებაც. ეს მონაცემები 2027 წლის კვოტების დასადგენად არის საჭირო. OPEC+-ის შემდეგი შეხვედრა 1 ნოემბერს გაიმართება, თუმცა მოპოვების წესებში მნიშვნელოვანი ცვლილება, სავარაუდოდ, მომავალ წლამდე არ იგეგმება.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

Tesla ჩინეთში წარმოების ზრდას გეგმავს

ილონ მასკმა შენჟენში ჩინეთის სავაჭრო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. შანხაის ქარხანამ მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრამდე 810 889 ავტომობილი გამოუშვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის კონგრესი Microsoft-ისა და ByteDance-ის გარიგებით დაინტერესდა

ჩინეთის საკითხებზე მომუშავე წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა Microsoft-ს განმარტებების წარდგენა მოსთხოვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო19 ნოე. 20262 წთ კითხვა

დოლარი აპრილის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზე გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკის მდგრადმა მონაცემებმა და Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ დოლარის ზედიზედ მეშვიდე სავაჭრო სესიით გამყარებას შეუწყო ხელი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე