გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

OpenAI კიბერუსაფრთხოების ახალ ინსტრუმენტებს წარადგენს

მარიამ ქადარია23 ივნისი, 20261 წთ კითხვა
OpenAI კიბერუსაფრთხოების ახალ ინსტრუმენტებს წარადგენს

OpenAI-მ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მასშტაბური ინიციატივა Daybreak გააფართოვა, რაც პროგრამული კოდის ავტომატურ შემოწმებასა და ხარვეზების დროულ აღმოფხვრას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი Codex Security-ის განახლებული პლაგინი დეველოპერებს საშუალებას აძლევს, კოდის სიღრმისეული ანალიზი, განსაზღვრონ თავდასხმის შესაძლო გზები და შექმნან ხარვეზების გამოსასწორებელი ვერსიები.

აღსანიშნავია, რომ სატესტო რეჟიმში ამ ინსტრუმენტმა უკვე დაამუშავა 30 მილიონზე მეტი კოდის ცვლილება და ნახევარ მილიონზე მეტი პრობლემა ავტომატურად მოაგვარა.

კომპანიამ ასევე წარადგინა სპეციალიზებული მოდელი GPT-5.5-Cyber, რომელიც კიბერუსაფრთხოების ამოცანების შესასრულებლად ამ დრომდე შექმნილ ხელოვნურ ინტელექტებს შორის ყველაზე ძლიერია. უუსაფრთხოების მიზეზებით, მისი გამოყენება მხოლოდ იმ სპეციალისტებს შეეძლებათ, რომლებსაც შესაბამისი ნებართვა ექნებათ.

კომპანია მუშაობს IBM-თან, Cisco-სთან, Accenture-თან და Palo Alto Networks-თანაც. ცალკე პროგრამა, Patch the Planet, ღია კოდის მქონე პოპულარული პროგრამების გაძლიერებას ეხება, მათ შორის Python-ს, Go-სა და cURL-ს. ამ მიმართულებით OpenAI თანამშრომლობს როგორც ტექნოლოგიურ კომპანიებთან, ისე ევროკავშირის ინსტიტუტებთან და რამდენიმე ქვეყნის მთავრობასთან.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი6 ნოე. 20263 წთ კითხვა

Airbnb-ის შემოსავალი 19%-ით გაიზარდა - აქციები პრე-მარკეტზე 10%-ზე მეტით გაძვირდა

Airbnb-მ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 19%-ით, $4.87 მილიარდამდე გაზარდა, ხოლო მოგებამ ერთ აქციაზე ანალიტიკოსების პროგნოზს გადააჭარბა. ძლიერი მოგზაურობის მოთხოვნისა და AI-ის გამოყენებით ხარჯების შემცირების ფონზე კომპანიამ წლიური პროგნოზი გააუმჯობესა, რის შემდეგაც მისი აქციები პრე-მარკეტზე 10%-ზე მეტით გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბაზრები დაეცა - STOXX 600-მა კვირის განმავლობაში მიღებული ზრდა დაკარგა

ევროპული STOXX 600 პარასკევს 1.6%-ით დაეცა და მიმდინარე კვირის ზრდა სრულად დაკარგა. გლობალურ ბაზრებზე AI სექტორთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ ტექნოლოგიურ და სხვა სექტორებზე ზეწოლა გააძლიერა, ხოლო Teleperformance-ის აქციები შემოსავლების პროგნოზის შემცირების შემდეგ 18%-ით გაუფასურდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე