გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ოქროს ფასი მკვეთრად შემცირდა

მარიამ ქადარია30 ივნისი, 20261 წთ კითხვა
ოქროს ფასი მკვეთრად შემცირდა

ოქროს ფასი მიმდინარე წლის ყველაზე დაბალ ნიშნულამდეა შემცირებული. ფასის 12.8%-იანი კლება ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ.

ფასზე ზეწოლას, პირველ რიგში, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მკაცრი პოლიტიკა აძლიერებს. დოლარის გამყარებამ და მოლოდინმა, რომ წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთები შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, ოქროზე მოთხოვნა შეამცირა. ასეთ გარემოში ინვესტორებისთვის ოქრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება, რადგან მაღალი განაკვეთების პირობებში ფულის სხვა აქტივებში დაბანდება უფრო მომგებიან ალტერნატივად აღიქმება.

ფასებზე გავლენას ინფლაციის შენარჩუნების მოლოდინიც ახდენს. ენერგორესურსებზე მაღალი ფასები და ტექნოლოგიურ სექტორში გაზრდილი მოთხოვნა, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის მხრიდან ჩიპებზე, ელექტრონიკის გაძვირების რისკს აჩენს.

ოქროს კლების ფონზე გაიაფდა სხვა ძვირფასი ლითონებიც. ივნისში ვერცხლის ფასი 24.2%-ით შემცირდა, პლატინა კი თითქმის 19%-ით. არსებული ეკონომიკური ფონი კი ძვირფას ლითონებში ინვესტირებას ნაკლებად მიმზიდველს ხდის.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა - ინვესტორები Fed-ის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინს აფასებენ

STOXX 600-ის ინდექსმა ოთხდღიანი ზრდის სერია შეწყვიტა და რეკორდული ნიშნულიდან მცირედით დაიხია. მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი ივნისის შემდეგ საუკეთესო კვირის დასრულებას უახლოვდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია13 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bernstein: Apple AI აქციებისგან თავის არიდებული ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივად იქცა

ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ის რეკორდულად მაღალი საბაზრო შეფასება გამართლებულია კომპანიის მომხმარებელთა ერთგულებით, სტაბილური ფულადი ნაკადებითა და AI ინფრასტრუქტურაზე შედარებით დაბალი დანახარჯებით.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო13 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროპის ცენტრალური ბანკი დეკემბერში განაკვეთის გაზრდას განიხილავს

ევროპის ცენტრალური ბანკი დეკემბერში საპროცენტო განაკვეთს სავარაუდოდ 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდის. ეკონომისტები ელიან, რომ სადეპოზიტო განაკვეთი 2.75%-მდე აიწევს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე