გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ოქროს გაძვირების შემდეგ აზიური ოქროს მომპოვებელი კომპანიების აქციები გაიზარდა

მარიამ ქადარია20 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
ოქროს გაძვირების შემდეგ აზიური ოქროს მომპოვებელი კომპანიების აქციები გაიზარდა

აზიაში ოქროს მომპოვებელი კომპანიების აქციები მკვეთრად გაიზარდა, მას შემდეგ რაც ოქროს ფასმა ერთ დღეში თითქმის 4.4%-ით მოიმატა და უნციაზე 4,523 დოლარს მიაღწია.

ოქროს გაძვირება დოლარის შესუსტებამ და აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის შემცირებამ განაპირობა. დამატებითი გავლენა იქონია აშშ-ის სახელმწიფო ვალმაც, რომელმაც 40 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და ოქროზე მოთხოვნა გაზარდა.

ოქროს ფასის ზრდა სწრაფად აისახა სამთო კომპანიების აქციებზეც. ჰონგ-კონგში Zijin Gold International თითქმის 16%-ით გაიზარდა, ხოლო Zhaojin Mining, Shandong Gold და Lingbao Gold 8%-ზე მეტით.

გაიზარდა ავსტრალიური ოქროს მომპოვებელი კომპანიების აქციებიც, მათ შორის Ramelius Resources-ის, Genesis Minerals-ის, Regis Resources-ისა და Evolution Mining-ის.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Nike-ის აქციები თითქმის 9%-ით დაეცა: შემოსავალმა მოლოდინს ვერ მიაღწია
საფონდო2 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Nike-ის აქციები თითქმის 9%-ით დაეცა: შემოსავალმა მოლოდინს ვერ მიაღწია

Nike-ის აქციები წინასაბაზრო ვაჭრობაში თითქმის 9%-ით დაეცა. კომპანიამ ერთ აქციაზე 48-ცენტიანი კორექტირებული მოგებით პროგნოზს გადააჭარბა, თუმცა $11.21 მილიარდის შემოსავალი მოლოდინზე დაბალი აღმოჩნდა და Nike-მა ფისკალური 2027 წლისთვის შემოსავლის მაღალი ერთნიშნა პროცენტული შემცირება ივარაუდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Paramount Skydance-ისა და Warner Bros Discovery-ის გაერთიანებულ კომპანიას Skydance ერქმევა
საფონდო2 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Paramount Skydance-ისა და Warner Bros Discovery-ის გაერთიანებულ კომპანიას Skydance ერქმევა

Paramount Skydance-ისა და Warner Bros Discovery-ის $110 მილიარდიანი გარიგების დასრულების შემდეგ გაერთიანებულ კომპანიას Skydance ერქმევა. CEO დევიდ ელისონის განცხადებით, გადაწყვეტილება Paramount-ისა და Warner Bros-ის დამოუკიდებელი ბრენდების შესანარჩუნებლად მიიღეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Evercore: Meta-სა და Alphabet-ის სარეკლამო შემოსავლების მოკლევადიანი პერსპექტივა დადებითია
საფონდო2 ოქტ. 20265 წთ კითხვა

Evercore: Meta-სა და Alphabet-ის სარეკლამო შემოსავლების მოკლევადიანი პერსპექტივა დადებითია

Evercore-ის გამოკითხვის მიხედვით, ციფრული რეკლამის ბაზარი კვლავ მდგრადია, თუმცა კომპანიები ბიუჯეტებს ძირითადად უკეთესი შედეგების მქონე პლატფორმებზე გადაანაწილებენ. სააგენტოების შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე პოზიტიური სარეკლამო ტენდენციები Meta-სა და Alphabet-ზე შეინიშნება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე