გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Oura IPO-თი $2.2 მილიარდამდე თანხის მიღებას გეგმავს

მარიამ ქადარია22 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Oura IPO-თი $2.2 მილიარდამდე თანხის მიღებას გეგმავს

ჭკვიანი ბეჭდების მწარმოებელმა Oura-მ აშშ-ში აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის მზადება დაიწყო. კომპანია და მისი აქციონერები 50 მილიონი აქციის გაყიდვას გეგმავენ, თითო აქციის ფასი კი $40-დან $44-მდე იქნება. აქედან გამომდინარე, Oura-ს ღირებულებამ შესაძლოა $15.62 მილიარდს მიაღწიოს. IPO მომავალ კვირაშია მოსალოდნელი.

შეთავაზებით უკვე დაინტერესდნენ მსხვილი ინვესტორებიც. Eli Lilly-მ $100 მილიონამდე ღირებულების აქციების შეძენის სურვილი გამოთქვა, Dragoneer-მა კი შესაძლოა $300 მილიონამდე დახარჯოს.

Oura-ს შემოსავალი 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 74%-ით გაიზარდა და 1.21 მილიარდ დოლარს მიაღწია. კომპანიამ ბოლო 12 თვეში 3.6 მილიონი ჭკვიანი ბეჭედი გაყიდა. წლის ბოლოს Oura დაახლოებით 5.7 მილიონ ფასიან მომხმარებელს ელოდება, რაც წინა წელთან შედარებით 96%-იანი ზრდა იქნება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე