გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Oura-მ $2.2-მილიარდიანი IPO გადადო

მარიამ ქადარია30 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Oura-მ $2.2-მილიარდიანი IPO გადადო

ჭკვიანი ბეჭდების მწარმოებელმა Oura-მ ბირჟაზე გასვლა გადადო. Oura IPO-ს ფარგლებში 50 მილიონი აქციის შეთავაზებას და მაქსიმუმ 2.2 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავდა. აქედან მხოლოდ 13.5 მილიონი იქნებოდა კომპანიის მიერ ახლად გამოშვებული აქცია, დანარჩენი 36.5 მილიონი კი უკვე არსებულ აქციონერებს ეკუთვნოდათ.

ინვესტორების ნაწილისთვის სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. მათი შეფასებით, IPO-ზე არსებული აქციონერების კუთვნილი აქციების დიდი რაოდენობით შეთავაზება კომპანიის სამომავლო ზრდასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენდა.

აქციების მაქსიმალურ ფასად გაყიდვის შემთხვევაში, Oura-ს ღირებულება დაახლოებით 14.1 მილიარდ დოლარს მიაღწევდა. ოფციებისა და სხვა უფლებების გათვალისწინებით კი კომპანიის შეფასება თითქმის 15 მილიარდ დოლარამდე გაიზრდებოდა. მოთხოვნა გასაყიდ აქციებს დაახლოებით ოთხჯერ აღემატებოდა, თუმცა კომპანიამ ბირჟაზე გასვლა მაინც გადადო და უფრო ხელსაყრელ დროს დაელოდება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონის ობლიგაციების შემოსავლიანობა მრავალკვირიან მაქსიმუმზე გაიზარდა - Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ ბაზრები შეარყია

აშშ-ში ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მკაცრი განცხადებების ფონზე, გლობალურ ობლიგაციების ბაზარზე გაყიდვები გააქტიურდა. გერმანიის 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 3.357%-ს მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა - ინვესტორები Fed-ის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინს აფასებენ

STOXX 600-ის ინდექსმა ოთხდღიანი ზრდის სერია შეწყვიტა და რეკორდული ნიშნულიდან მცირედით დაიხია. მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი ივნისის შემდეგ საუკეთესო კვირის დასრულებას უახლოვდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია13 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bernstein: Apple AI აქციებისგან თავის არიდებული ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივად იქცა

ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ის რეკორდულად მაღალი საბაზრო შეფასება გამართლებულია კომპანიის მომხმარებელთა ერთგულებით, სტაბილური ფულადი ნაკადებითა და AI ინფრასტრუქტურაზე შედარებით დაბალი დანახარჯებით.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე