გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Paramount-მა Warner Bros.-ის $110-მილიარდიანი გარიგების მთავარი დაბრკოლება გადალახა

მარიამ ქადარია22 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Paramount-მა Warner Bros.-ის $110-მილიარდიანი გარიგების მთავარი დაბრკოლება გადალახა

Paramount Skydance-მა კალიფორნიასა და სხვა 11 შტატთან შეთანხმებას მიაღწია, რომლებმაც Warner Bros. Discovery-სთან $110-მილიარდიანი გარიგების შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს. შეთანხმება გარიგების დასრულების გზაზე ერთ-ერთ მთავარ სამართლებრივ დაბრკოლებას ხსნის.

შტატები ამტკიცებდნენ, რომ ორი მსხვილი მედიაკომპანიის გაერთიანება კონკურენციას შეამცირებდა. შეთანხმების ფარგლებში Paramount-მა რამდენიმე პირობა მიიღო. მათ შორისაა კალიფორნიაში კინოსა და სატელევიზიო წარმოებისთვის დამატებითი თანხის გამოყოფა და ფილმების წარმოების გარკვეული მოცულობის შენარჩუნება. კომპანია CBS-ისა და CNN-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვასაც დათანხმდა.

გარიგებას ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლების თანხმობა უკვე მიღებული აქვს. სასამართლო დავის მოგვარება Paramount-ისთვის დროის მხრივაც მნიშვნელოვანი იყო. თუ გარიგება 30 სექტემბრამდე არ დასრულდებოდა, კომპანიას Warner Bros.-ის აქციონერებისთვის დღეში 7 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევდა.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი6 ნოე. 20263 წთ კითხვა

Airbnb-ის შემოსავალი 19%-ით გაიზარდა - აქციები პრე-მარკეტზე 10%-ზე მეტით გაძვირდა

Airbnb-მ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 19%-ით, $4.87 მილიარდამდე გაზარდა, ხოლო მოგებამ ერთ აქციაზე ანალიტიკოსების პროგნოზს გადააჭარბა. ძლიერი მოგზაურობის მოთხოვნისა და AI-ის გამოყენებით ხარჯების შემცირების ფონზე კომპანიამ წლიური პროგნოზი გააუმჯობესა, რის შემდეგაც მისი აქციები პრე-მარკეტზე 10%-ზე მეტით გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბაზრები დაეცა - STOXX 600-მა კვირის განმავლობაში მიღებული ზრდა დაკარგა

ევროპული STOXX 600 პარასკევს 1.6%-ით დაეცა და მიმდინარე კვირის ზრდა სრულად დაკარგა. გლობალურ ბაზრებზე AI სექტორთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ ტექნოლოგიურ და სხვა სექტორებზე ზეწოლა გააძლიერა, ხოლო Teleperformance-ის აქციები შემოსავლების პროგნოზის შემცირების შემდეგ 18%-ით გაუფასურდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე