Pfizer-მა Starna-სთან $2.6 მილიარდამდე გარიგება გააფორმა

Pfizer ჩინურ Starna Therapeutics-სთან სამი ახალი თერაპიის განვითარებაზე შეთანხმდა. გარიგების ღირებულებამ შესაძლოა 2.6 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.
Pfizer შეთანხმების გაფორმებისას 330 მილიონ დოლარს გადაიხდის. Starna კიდევ 2.3 მილიარდ დოლარამდე მიიღებს, თუ პრეპარატები კვლევებს წარმატებით გაივლის, საჭირო ნებართვებს მიიღებს და გაყიდვები შეთანხმებულ მაჩვენებლებს მიაღწევს.
თერაპიები აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ მუშავდება. ახალი მეთოდი იმუნურ უჯრედებზე უშუალოდ ორგანიზმში მოქმედებს, მაშინ როცა ტრადიციული CAR-T თერაპიის დროს პაციენტის უჯრედებს ჯერ ლაბორატორიაში ამუშავებენ და მხოლოდ ამის შემდეგ იყენებენ მკურნალობისთვის.
Pfizer-ს ამ სამი პროგრამის განვითარებისა და გაყიდვის უფლება ჩინეთის ფარგლებს გარეთ ექნება. კომპანია ბოლო პერიოდში ჩინურ ბიოტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობას აქტიურად აფართოებს.
წყარო: Yahoo Finance
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.





