გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

რა შეიცვლება ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ

მარიამ ქადარია10 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
რა შეიცვლება ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ

ჰორმუზის სრუტის გახსნაზე შესაძლოა მალევე შეთანხმდნენ, თუმცა Capital Economics-ის შეფასებით, ენერგეტიკულ ბაზარზე ვითარების სრულად გამოსწორებას დრო დასჭირდება.

ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ ტანკერების მოძრაობა ისევ მოიმატებს, თუმცა Capital Economics ნავთობის ფასის მკვეთრ შემცირებას არ ელოდება. მიზეზი ისაა, რომ სპარსეთის ყურეში გასატანი ნავთობის მოცულობა ახლა ივნისთან შედარებით ნაკლებია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად სწრაფად აღდგება ნავთობის წარმოება ახლო აღმოსავლეთში. ივლისში რეგიონიდან ექსპორტი ომამდელ დონეს დღეში დაახლოებით 9 მილიონი ბარელით ჩამორჩებოდა. ნავთობკომპანიების შეფასებით, წარმოებისა და გადამუშავების სრულად აღდგენას რამდენიმე თვე დასჭირდება.

უფრო რთული ვითარებაა ყატარში, სადაც ირანის თავდასხმების შედეგად თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების 17% შეჩერებულია და აღნიშნულის აღდგენას ორი-სამი წელი დასჭირდება.

მნიშვნელოვანი საკითხია ნავთობის მსოფლიო მარაგებიც. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წევრმა ქვეყნებმა დეფიციტის შესავსებად სტრატეგიული რეზერვებიდან 400 მილიონი ბარელი ნავთობი გამოიყენეს, თუმცა ეს მოცულობა, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში ან შუა რიცხვებში ამოიწურება.

Capital Economics-ის შეფასებით, ბაზარზე მიწოდების დამატებითი შემცირების თავიდან ასაცილებლად ახლო აღმოსავლეთიდან ექსპორტი მომდევნო თვეში დღეში 2-3 მილიონი ბარელით უნდა გაიზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნებს შესაძლოა სტრატეგიული მარაგების გამოყენება კვლავ მოუწიოთ.

ვითარებაზე გავლენას ახდენს ჩინეთიდან ნავთობზე მოთხოვნის შემცირებაც, მაშინ როცა აშშ ნავთობპროდუქტების ექსპორტს ზრდის. ამასთან, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ბენზინის მაღალი ფასების გამო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ნავთობპროდუქტების ექსპორტის შეზღუდვაც განიხილოს.

ჰორმუზის გახსნა ბუნებრივი აირის ბაზარზეც გარკვეულ გავლენას მოახდენს, თუმცა ევროპაში ფასების მნიშვნელოვანი შემცირება უახლოეს პერიოდში ნაკლებად მოსალოდნელია. ზამთრის მოახლოების ფონზე ევროპის გაზსაცავებში მარაგი წინა წლებთან შედარებით დაბალია.

Capital Economics-ის პროგნოზით, Brent-ის ნავთობის ფასი წლის ბოლოს ბარელზე დაახლოებით 75 დოლარი იქნება, ხოლო ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ზამთრის განმავლობაში მეგავატსაათზე 50-55 ევროს ფარგლებში დარჩება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე