გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Revolut-ის ღირებულებამ $115 მილიარდს მიაღწია

მარიამ ქადარია5 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
Revolut-ის ღირებულებამ $115 მილიარდს მიაღწია

Revolut ევროპის ყველაზე ძვირადღირებულ სტარტაპად იქცა. კერძო გარიგებებში კომპანიის ღირებულება $115 მილიარდს აღწევს, რაც Barclays-ისა და ფრანგული Societe Generale-ის საბაზრო ღირებულებას აღემატება.

კომპანიამ საქმიანობა ათ წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, როცა მომხმარებლებს ვალუტის გაცვლის შედარებით იაფ მომსახურებას სთავაზობდა. Revolut ახლა სხვადასხვა ქვეყანაში საბანკო ლიცენზიის მიღებაზე მუშაობს და საქმიანობას ახალ ბაზრებზე აფართოებს, მათ შორის მექსიკასა და ავსტრალიაში. კომპანიას სურს, საბანკო მომსახურება რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში შესთავაზოს.

Revolut-მა 2025 წელს £1.7 მილიარდის, ანუ $2.2 მილიარდის მოგება მიიღო გადასახადების გადახდამდე. Barclays-ის ანალოგიური მაჩვენებელი £9 მილიარდი იყო, თუმცა Revolut-ის შედეგი უფრო სწრაფად იზრდება.

კომპანიის წინაშე რამდენიმე სირთულეც რჩება. თითოეული მომხმარებლისგან მიღებული შემოსავალი ტრადიციულ ბანკებთან შედარებით მცირეა, საკრედიტო ბიზნესი კი ჯერ შეზღუდული მასშტაბისაა. აშშ-ში Revolut-ს დროებითი ნებართვა აქვს და ბევრად უფრო კონკურენტულ ბაზარზე მოუწევს დამკვიდრება.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

Tesla ჩინეთში წარმოების ზრდას გეგმავს

ილონ მასკმა შენჟენში ჩინეთის სავაჭრო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. შანხაის ქარხანამ მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრამდე 810 889 ავტომობილი გამოუშვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის კონგრესი Microsoft-ისა და ByteDance-ის გარიგებით დაინტერესდა

ჩინეთის საკითხებზე მომუშავე წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა Microsoft-ს განმარტებების წარდგენა მოსთხოვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო19 ნოე. 20262 წთ კითხვა

დოლარი აპრილის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზე გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკის მდგრადმა მონაცემებმა და Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ დოლარის ზედიზედ მეშვიდე სავაჭრო სესიით გამყარებას შეუწყო ხელი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე