გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

RWE და KKR ბრიტანეთში $16 მილიარდს დახარჯავენ

მარიამ ქადარია12 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
RWE და KKR ბრიტანეთში $16 მილიარდს დახარჯავენ

გერმანული ენერგეტიკული კომპანია RWE და ამერიკული საინვესტიციო ჯგუფი KKR დიდ ბრიტანეთში ქარის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის დაახლოებით 16 მილიარდ დოლარს დახარჯავენ. ეს ქვეყანაში განახლებად ენერგეტიკაში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიცია იქნება.

პროექტი ჩრდილოეთის ზღვაში ორი ქარის ელექტროსადგურის, Vanguard West-ისა და Vanguard East-ის მშენებლობას ითვალისწინებს. მათი საერთო სიმძლავრე 2.8 გიგავატი იქნება, რაც დაახლოებით სამი მილიონი ბრიტანული სახლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას შეძლებს.

კომპანიებმა ერთობლივი საწარმო შექმნეს, რომელშიც თითოეული 50%-იან წილს ფლობს. პროექტის დაფინანსებაში საერთაშორისო ბანკები და ბრიტანეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდიც მონაწილეობენ.

ზღვაში სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2027 წლის დასაწყისში იგეგმება. ორივე ელექტროსადგური სრულად 2030 წელს უნდა ამოქმედდეს. პროექტის მშენებლობის პერიოდში 2,400-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ინვესტიცია ბრიტანეთისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაზრდასა და იმპორტირებულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

AI ტექნოლოგია12 ნოე. 20262 წთ კითხვა

Goldman Sachs: AI-ზე დანახარჯები 2027 წლის ბოლოსთვის $1.4 ტრილიონს მიაღწევს

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი 2027 წელს აშშ-ში ბიზნესინვესტიციების ზრდის მთავარი მამოძრავებელი იქნება. AI-სთან დაკავშირებული ხარჯები ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 4%-ის ეკვივალენტური გახდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები რეკორდულ ნიშნულზე ავიდა - ტექნოლოგიურ სექტორში ვარდნამ ზრდა ვერ შეაჩერა

STOXX 600-ის ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ევროპულ ბაზრებს კორპორაციული ანგარიშგების ძლიერი სეზონი და ტექნოლოგიურ გიგანტებზე შედარებით დაბალი დამოკიდებულება დაეხმარა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

Western Union-მა $500-მილიონიანი გარიგება გააუქმა

ფულადი გზავნილების კომპანია Western Union-მა კონკურენტი International Money Express-ის, იგივე Intermex-ის, დაახლოებით 500 მილიონ დოლარად შეძენის შეთანხმება გააუქმა. მიზეზი კალიფორნიის მარეგულირებლის მიერ დაწესებული პირობებია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე