გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Saipem-მა ინდონეზიაში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა

მარიამ ქადარია7 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Saipem-მა ინდონეზიაში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა

იტალიური ენერგეტიკული კომპანია Saipem ინდონეზიაში ბუნებრივი აირის ახალი საბადოს განვითარების პროექტში ჩაერთვება. კომპანიის მიერ მიღებული კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდი დოლარია.

შეთანხმების მიხედვით, ინდონეზიის კუტეის აუზში მდებარე ოფშორული გაზის საბადოსთვის სპეციალური მცურავი პლატფორმა აშენდება. ამ პლატფორმაზე გაზის მოპოვება და პირველადი დამუშავება მოხდება. პროექტს Saipem-ის ინდონეზიური შვილობილი კომპანია ადგილობრივ პარტნიორთან, PT Tripatra-სთან ერთად განახორციელებს.

პროექტის დამკვეთია Eni North Ganal, რომელიც Eni-სა და Petronas-ის ერთობლივი კომპანიაა. ახალი პლატფორმა აღმოსავლეთ კალიმანტანში მდებარე Kutei North Hub-ის პროექტისთვის აშენდება.

კონტრაქტი მოიცავს პროექტის მართვას, ტექნიკურ სამუშაოებს, მასალების შეძენას, მშენებლობას, დამონტაჟებას და პლატფორმის ამუშავებას. წინასწარი შეფასებით, სამუშაოების დასრულებას დაახლოებით 48 თვე დასჭირდება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

Tesla ჩინეთში წარმოების ზრდას გეგმავს

ილონ მასკმა შენჟენში ჩინეთის სავაჭრო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. შანხაის ქარხანამ მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრამდე 810 889 ავტომობილი გამოუშვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის კონგრესი Microsoft-ისა და ByteDance-ის გარიგებით დაინტერესდა

ჩინეთის საკითხებზე მომუშავე წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა Microsoft-ს განმარტებების წარდგენა მოსთხოვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო19 ნოე. 20262 წთ კითხვა

დოლარი აპრილის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზე გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკის მდგრადმა მონაცემებმა და Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ დოლარის ზედიზედ მეშვიდე სავაჭრო სესიით გამყარებას შეუწყო ხელი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე