გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

სამხრეთ კორეა აშშ-ში $20-მილიარდიან ენერგეტიკულ პროექტს განიხილავს

მარიამ ქადარია23 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
სამხრეთ კორეა აშშ-ში $20-მილიარდიან ენერგეტიკულ პროექტს განიხილავს

სამხრეთ კორეამ აშშ-ში დაგეგმილი $350-მილიარდიანი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი შეარჩია. საუბარია ტეხასში 6.3 გიგავატი სიმძლავრის გაზზე მომუშავე ელექტროსადგურზე, რომლის ღირებულება $20 მილიარდს აღემატება.

პროექტმა აშშ-ის მთავრობის სპეციალური საინვესტიციო კომიტეტის თანხმობა უნდა მიიღოს. მხარეებს შორის მოლაპარაკებებიც გაგრძელდება. სამხრეთ კორეის ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას პროექტების ფინანსურ მხარეს აქცევს და ცდილობს, შეთანხმებული ინვესტიციები ეკონომიკურად გამართლებული იყოს.

სეული კიდევ რამდენიმე პროექტს განიხილავს. მათ შორისაა აშშ-ში სამხრეთკორეული ტექნოლოგიით ორი ატომური რეაქტორის მშენებლობა და ამერიკულ Westinghouse-ში 5%-დან 10%-მდე წილის შესაძლო შეძენა. Alaska LNG-ის პროექტში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

$350-მილიარდიანი პროგრამა აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის სავაჭრო შეთანხმების ნაწილია. შეთანხმების შედეგად სამხრეთკორეულ საქონელზე ამერიკული ტარიფი 15%-მდე შემცირდა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე