გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

სამხრეთ კორეა Google-ს ანტიმონოპოლიური წესების დარღვევაში ადანაშაულებს

მარიამ ქადარია1 ივლისი, 20261 წთ კითხვა
სამხრეთ კორეა Google-ს ანტიმონოპოლიური წესების დარღვევაში ადანაშაულებს

სამხრეთ კორეის ანტიმონოპოლიურმა უწყებამ Google-ის წინააღმდეგ საქმის შესწავლა დაასრულა, რის შედეგადაც ტექნოლოგიურ გიგანტს მრავალმილიარდიანი ჯარიმა ემუქრება. ქვეყნის სამართლიანი ვაჭრობის კომისიის (KFTC) განცხადებით, კომპანიამ Android-ის აპლიკაციების ბაზარზე თავისი დომინირებული მდგომარეობა კონკურენციის შესაზღუდად გამოიყენა.

გამოძიების ფოკუსში მოექცა პროგრამა სახელწოდებით „Project Hug“, რომელიც 2019 წლიდან 2026 წლის მარტამდე მოქმედებდა. ამ პროექტის ფარგლებში, Google თამაშების დეველოპერებს ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობდა ისეთი სერვისების გამოყენებისას, როგორიცაა Cloud, Ads და YouTube. სანაცვლოდ, დეველოპერებს თამაშები Google Play-ზე ექსკლუზიური ან განსაკუთრებული პირობებით უნდა განეთავსებინათ.

ხელშეკრულებები ისე იყო სტრუქტურირებული, რომ რაც მეტ შემოსავალს იღებდა დეველოპერი Google-ის მეშვეობით, მით მეტ შეღავათს იღებდა კომპანიისგან, რაც მას სხვა მაღაზიებთან თანამშრომლობის სტიმულს უკარგავდა.

მარეგულირებლის დასკვნით, ამ ქმედებამ დაბლოკა კონკურენტების, მათ შორის სამხრეთკორეული პლატფორმა OneStore-ის საქმიანობა და დეველოპერები აიძულა, ფაქტობრივად, ექსკლუზიურად მხოლოდ Google-თან ეთანამშრომლათ. საქმე ეხება დაახლოებით 9.1 მილიარდი დოლარის ღირებულების ბრუნვას. დარღვევის საბოლოოდ დადასტურების შემთხვევაში, Google-ს შესაძლოა ამ თანხის 6%-მდე ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწიოს.

თავად Google ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მათ პლატფორმას სარგებელი მოაქვს როგორც დეველოპერებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის. კომპანიას რვა კვირა აქვს საკუთარი პოზიციის ოფიციალურად წარსადგენად, რის შემდეგაც კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა - ინვესტორები Fed-ის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინს აფასებენ

STOXX 600-ის ინდექსმა ოთხდღიანი ზრდის სერია შეწყვიტა და რეკორდული ნიშნულიდან მცირედით დაიხია. მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი ივნისის შემდეგ საუკეთესო კვირის დასრულებას უახლოვდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია13 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bernstein: Apple AI აქციებისგან თავის არიდებული ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივად იქცა

ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ის რეკორდულად მაღალი საბაზრო შეფასება გამართლებულია კომპანიის მომხმარებელთა ერთგულებით, სტაბილური ფულადი ნაკადებითა და AI ინფრასტრუქტურაზე შედარებით დაბალი დანახარჯებით.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო13 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროპის ცენტრალური ბანკი დეკემბერში განაკვეთის გაზრდას განიხილავს

ევროპის ცენტრალური ბანკი დეკემბერში საპროცენტო განაკვეთს სავარაუდოდ 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდის. ეკონომისტები ელიან, რომ სადეპოზიტო განაკვეთი 2.75%-მდე აიწევს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე